ზელენსკიმ ხელი მოაწერა ე.წ. ოტავას კონვენციიდან გასვლის ბრძანებას

უკრაინის პრეზიდენტმა, მხელი მოაწერაბრძანებას, რომლითაც 1997 წლის ოტავას კონვენციიდან გასვლის პროცესს დაიწყებს.
ე.წ. ოტავის ხელშეკრულება კრძალავს ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებას, გამოყენებას, შენახვას და გადაცემას. გარდა ამისა, ხელშეკრულების მონაწილეები ვალდებულებას იღებენ, გაანადგურონ ყველა უმართავი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმი, რომლებიც მათ მარაგშია.
უკრაინის გადაწყვეტილება უკავშირდება ომის რეალობას: ამ შეთანხმების მხარე არ არის და აქტიურად იყენებს ნაღმებს უკრაინელი ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.
როგორც უკრაინის დეპუტატმა რომან კოსტენკომ თქვა: „ვერ ვიქნებით შეზღუდულები, როდესაც მოწინააღმდეგეს არანაირი შეზღუდვები არ აკავებს.“
ბრძანებას უნდა დაუჭიროს მხარი უკრაინის უმაღლესმა რადამ (პარლამენტმა), რომ ქვეყანა ოფიციალურად გავიდეს შეთანხმებიდან.
ბრძანება ჯერ არ გამოქვეყნებულა პრეზიდენტის ოფიციალურ ვებსაიტზე.
28 ივნისს, ლიტვამ და ესტონეთმა გაერო გააფრთხილეს, რომ ტოვებენ ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის კონვენციას.

ლატვია, ფინეთი და პოლონეთიც ასევე გავიდნენ ოტავის ხელშეკრულებიდან. ეს გადაწყვეტილება მათ ახსნეს რუსეთის აგრესიით, რომელმაც დაადასტურა, რომ კრემლი არ ცნობს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიულ საზღვრებს და საერთაშორისო სამართალს.
ქვეყნები ოფიციალურად წყვეტენ ხელშეკრულებას გაეროს გაფრთხილებიდან ექვსი თვის შემდეგ.
ფორუმი