უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, კორუფციული სკანდალის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი და შემოწმება დაიწყო.
როგორც ზელენსკიმ განმარტა, აუდიტის შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ ორგანოებს გადაეცემა.
„დღეს პრემიერ-მინისტრის იულია სვირიდენკოს ანგარიში მოვისმინე. მთავრობამ ყველა სახელმწიფო კომპანიის აუდიტი და შემოწმება უკვე დაიწყო. შემოწმების შედეგები სამართალდამცავ და ანტიკორუფციულ უწყებებს გადაეგზავნება. მთავრობამ მათ სრული მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს. ეს არის ზუსტად ის, რასაც ველი“, – აღნიშნა ზელენსკიმ საღამოს ტრადიციულ ვიდეომიმართვაში.




