ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა აშშ-ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, პატივსაცემია, რაც ტრამპმა უკრაინისთვის აქამდე გააკეთა – მარკ რუტე

ზელენსკიმ უნდა იპოვოს გზა -ის პრეზიდენტთან ურთიერთობების აღსადგენად, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ „ბიბისისთან“ განაცხადა.
როგორც მარკ რუტემ აღნიშნა, თეთრ სახლში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ, ს ორჯერ ესაუბრა.
როგორც ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, მას არ შეუძლია გაასაჯაროოს, თუ რა განიხილა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, თუმცა აღნიშნა, რომ უკრაინის ლიდერს უთხრს, რომ „პატივი უნდა ვცეთ“ იმას, რაც დონალდ ტრამპმა აქამდე გააკეთა უკრაინისთვის.
მარკ რუტეს განცხადებით, ს პირველი ადმინისტრაციის დროს 2017-2020 წლებში, აშშ-მა ს „ჯაველინის“ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები გადასცა, და ეს დასაფასებელია.