ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაური თანამდებობიდან გაათავისუფლა, – ამის შესახებ ბრძანება უკრაინის პრეზიდენტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ნიკოლაი ოლეშჩუკი უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების მეთაურის თანამდებობას 2021 წლის აგვისტოდან იკავებდა.
როგორც წესი, პრეზიდენტის ბრძანებაში გათავისუფლების მიზეზები მითითებული არ არის.
ამასთან, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განცხადება გაავრცელა, რომელშიც უკრაინისთვის და შედეგებისთვის მებრძოლ ყველა მფრინავს, ინჟინერს, სახანძრო ჯგუფებისა და საჰაერო თავდაცვის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადა.
„ეს ასევე აუცილებელია სამეთაურო დონეზე, ჩვენ უნდა გავძლიერდეთ და ხალხს გავუფრთხილდეთ, პერსონალზე ვიზრუნოთ, ყველა ჩვენს ჯარისკაცს გავუფრთხილდეთ“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის გენშტაბმა დაადასტურა, რომ 26 აგვისტოს რუსეთის მხრიდან სარაკეტო თავდასხმის მოგერიებისას F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა და მფრინავი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

ტაბულას რამდენიმე ინფორმირებულმა წყარომ დაუდასტურა, რომ კვირას, 22 მარტს, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის დაკრძალვაზე ჩამოსვლას გეგმავს მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი და ეს რუსული დელეგაციისთვის პრობლემაა

ადვოკატი – „ქართული ოცნება“ სასამართლოზე აგრძელებს წნეხს, რისი ნათელი მაგალითიც არის შალვა პაპუაშვილის განცხადება, რაც ადასტურებს ხელისუფლების მხრიდან ალეკო ელისაშვილის პოლიტიკური ნიშნით ხანგრძლივი პატიმრობის განზრახვას

მსოფლიო პატრიარქი – საუკუნო და უკვდავი იყოს ნეტარი პატრიარქის, ილია II-ის ხსოვნა – მისი ხანგრძლივი და დალოცვილი პატრიარქობის პერიოდში უნიკალურად განმტკიცდა საქართველოს ეკლესიის ურთიერთობა კონსტანტინოპოლის ეკლესიასთან