ზელენსკიმ ტრამპს Tomahawk-ის რაკეტების სანაცვლოდ უკრაინული დრონები შესთავაზა

თეთრ სახლში, შეხვედრის დროს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ურჩევნია უკრაინას Tomahawk-ის რაკეტები არ დასჭირდეს.

მისი თქმით, Tomahawk-ის რაკეტები არის ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მას სურს ომის დასრულება.

შეხვედრაზე უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ “ეს არის ტექნოლოგიური ომი” და მას Tomahawk-ების გარდა სხვა დრონები და რაკეტებიც სჭირდება.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა -ს რაკეტების მიწოდების სანაცვლოდ, უკრაინული წარმოების დრონები შესთავაზოს. რაზეც ტრამპმა თქვა, რომ ის ამით დაინტერესებულია.

ისინი ძალიან კარგ დრონს ქმნიან… ასე რომ, ჩვენ ვისაუბრებთ Tomahawk-ებზე… ბევრად უფრო სასურველია, რომ მათ Tomahawk-ები არ დასჭირდეთ, ბევრად უფრო სასურველია, რომ ომი დასრულდეს,” – განაცხადა ტრამპმა. 

ასევე დაგაინტერესებთ

ლაშა ფარულავა: მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე მოწმედ გამოიძახეს ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მოსკოვში პუტინს ეახლა და პირდაპირი მნიშვნელობით, ხელებს უკოცნიდა მას

თეონა აქუბარდია: ალიევი თბილისში ბოლოს ღარიბაშვილის დროს, 2023 წელს იყო, მისი ჩამოსვლა მოულოდნელია, დაანონსებული არ ყოფილა – გეოპოლიტიკა, მათ შორის საქართველოსთვის უპირობო შესაძლებლობები იცვლება, ჩვენი ქვეყანა კი რეალობას მოწყვეტილია