ზელენსკიმ ტრამპს უთხრა, რომ -სგან 30-50-წლიანი უსაფრთხოების გარანტიები სურს

უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, რომ ს ამერიკის შეერთებული შტატებისგან უსაფრთხოების გარანტიები გაცილებით ხანგრძლივი დროით – 30-40-50 წლით სურს, ამჟამინდელი სამშვიდობო გეგმის პროექტი კი – 15-წლიან გარანტიებს ითვალისწინებს.
უკრაინული მედია წერს, რომ დონალდ ტრამპთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მ ონლაინ მედიების შეკითხვებს უპასუხა, რა დროსაც თქვა, რომ -ის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დამტკიცდა, რომ უკრაინას აშშ-სგან ექნება უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები.
“მართლაც, ეს სამუდამო არ არის. დოკუმენტები ითვალისწინებს 15 წლიან ვადას, ამ უსაფრთხოების გარანტიების გახანგრძლივების შესაძლებლობით. ეს საკითხი პრეზიდენტთანაც დავაყენე. ვუთხარი, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ომში ვართ და ეს თითქმის 15 წელია მიმდინარეობს. ამიტომ, ძალიან მინდა, რომ გარანტიები უფრო ხანგრძლივი იყოს”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, მის განცხადებაზე, რომ სურს, განიხილოს 30-40-50 წლიანი უსაფრთხოების შესაძლებლობა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ამაზე დაფიქრდება.
“მე მას [დონალდ ტრამპმს] ვუთხარი, რომ ძალიან გვსურს განვიხილოთ 30-40-50 წლის შესაძლებლობა და მაშინ ეს იქნება პრეზიდენტ ტრამპის ისტორიული გადაწყვეტილება. პრეზიდენტმა თქვა, რომ ამაზე დაფიქრდება”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
29 დეკემბერს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში თითქმის 3-საათიანი მოლაპარაკებები გაიმართა.
შეხვედრის შემდეგ დონალდ ტრამპმა მოლაპარაკებები “შესანიშნავად” შეაფასა და განაცხადა, რომ მხარეები ომის დასრულების შესახებ შეთანხმებასთან მნიშვნელოვნად დაახლოვდნენ.