ზელენსკიმ ტრამპს „ტომაჰავკის“ რაკეტები სთხოვა, რომელიც მოსკოვამდე აღწევს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტმა, მ დახურული შეხვედრის დროს, დონალდ ტრამპს „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტები მოსთხოვა.
მედიის ცნობით დახურული შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ჩატარდა.
როგორც მედია იუწყება, ზელენსკის აზრით, მაღალტექნოლოგიური იარაღი მათ მოსკოვში სამიზნეებზე დარტყმის საშუალებას მისცემს, რაც ხელს შეუწყობს ს მმართველ ს მშვიდობიანი შეთანხმების მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას.
ზელენსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ამერიკის პრეზიდენტთან შეხვედრამ კარგად ჩაიარა, რომ ტრამპმა დადებითად შეაფასა მისი მოთხოვნა შორ მანძილზე მოქმედი ფრთოსანი რაკეტების შესახებ, რაც კიევს მოსკოვში სამიზნეებზე დარტყმის საშუალებას მისცემს.
„პრეზიდენტმა ტრამპმა იცის, გუშინ ვუთხარი, რომ ერთი რამ გვჭირდება. გვჭირდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მის გამოყენებას ვაპირებთ. რადგან თუ ეს გვექნება, ვფიქრობ, ეს პუტინზე დამატებითი ზეწოლა იქნება, რათა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრამპთან შეხვედრის შემდეგ.
-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 25 სექტემბერს ოვალურ კაბინეტში გამოსვლისას მკაცრად გააკრიტიკა ვლადიმერ პუტინი ში მიმდინარე ომის გამო.
ამერიკის პრეზიდენტმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ, იგი ძალიან უკმაყოფილოა პუტინის საქციელით.
„ხედავთ, რა წაიღეს ახლა. ბოლო თვეში ძალიან ცოტა წაიღეს. თქვენ კი იუწყებოდით ყველა დაბომბვის, ყველა დრონის შესახებ ყველგან. ცხრაასი დრონი შემოვიდა გარკვეულ რაიონებში, მაგალითად კიევში, ერთ ღამეში. და ამ ყველა სამუშაოს შედეგად, მათ ძალიან ცოტა დაიკავეს. ამიტომ, ძალიან იმედგაცრუებული ვარ პრეზიდენტი პუტინით.“
კრემლმა არაერთხელ განაცხადა უარი ცეცხლის შეწყვეტაზე, ამის გამო, ტრამპის თქმით, რუსეთის ეკონომიკა “ჯოჯოხეთში მიდის” .
23 სექტემბერს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ ევროპის მხარდაჭერით უკრაინას შეუძლია იბრძოლოს და ოკუპირებული ტერიტორიები მთლიანად დაიბრუნოს.
25 სექტემბერს ჟურნალისტის იმავე შეკითხვაზე, ტრამპმა უპასუხა: „დიახ, მათ ამის შანსი აქვთ“.