ზელენსკიმ ტრამპს მიმართა, გადაწყვეტილებების მიღებამდე უკრაინაში ჩავიდეს

უკრაინის პრეზიდენტმა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მიმართა, ში ჩავიდეს და თავად ნახოს ს მიერ დაწყებული ომის შედეგები.
ტელეკომპანია CBS-თან ინტერვიუში უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ესმის, რაც უკრაინაში ხდება და ამ პოზიციას პარტივს სცემენ, მაგრამ სანამ რაიმე გადაწყვეტილებებს მიიღებს და მოლაპარაკებებს აწარმოებს, უკრაინაში ჩავიდეს და ნახოს მშვიდობიანი მოქალაქეები, მეომრები, ბავშვები, საავადმყოფოები და ეკლესიები.
პრეზიდენტ ზელენსკის თანახმად, უკრაინის ნებისმიერ ქალაქში ჩასვლით პრეზიდენტი ტრამპი მიხვდება, ვისთან აქვს საქმე და რა გააკეთა პუტინმა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, საერთაშორისო თანამეგობრობის არასაკმარისი ზეწოლის გამო რუსეთს არ ეშინია და უკრაინის ქალაქებზე თავდასხმებს განაგრძობს.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ CBS-ს ინტერვიუ მისცა თავის მშობლიურ კრივოი-როგში, ამ ქალაქზე რუსეთის სარაკეტო დარტყმიდან დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ. ინტერვიუ 13 აპრილს გამოქვეყნდა.
4 აპრილს კრივოი-როგის ერთ-ერთ საცხოვრებელ მიკრორაიონზე დარტყმის შედეგად დაიღუპა 20 ადამიანი, მათ შორის 9 ბავშვი.
13 აპრილს რუსეთის ჯარებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრზეც. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაიღუპა 34 ადამიანი, მათ შორის 2 ბავშვი.
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელიც უქმე დღეების შემდეგ, 13 აპრილს ფლორიდიდან ვაშინგტონში ბრუნდებოდა, პრეზიდენტის თვითმფრინავში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საშინელება მოხდა და „უთხრეს, რომ მათ შეცდომა დაუშვეს”. ტრამპს რუსეთი არ უხსენებია.
ჟურნალისტების დამაზუსტებელ შეკითხვას, რას გულისხმობს შეცდომაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ისევ ზოგადად უპასუხა, რომ „მათ შეცდომა დაუშვეს… ჰკითხეთ მათ”.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სუთიძე: საქართველოს საპატრიარქოში ვისაც თავი აქვს და არა კისრის გაგრძელება, უნდა ესმოდეს, რომ როგორიც უნდა იყოს ახლა სახელისუფლებო პროპაგანდის წნეხი, ნებისმიერი სანქცია, რომელსაც გამოიყენებთ არქიმანდრიტი დოროთესა თუ სხვების მიმართ, იქნება დამანგრეველი თქვენი რეპუტაციისთვის

არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი: მადლობა ყველას, ვინც სიმართლის გულისთვის იბრძვით. მადლობა ყველას, ვინც საქართველოს თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის იბრძვით. და მადლობა ყველას, ვინც თანადგომა გამომიცხადეთ