ზელენსკიმ ტრამპი უკრაინაში მიიწვია – მედია

უკრაინის პრეზიდენტმა -ის პრეზიდენტობის კანდიდატი „რესპუბლიკური“ პარტიიდან სატელეფონო საუბრის დროს ში მიიწვია. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული ინტერნეტ-გამოცემა „უკრაინსკაია პრავდა“ ზელენსკის პრეს-მდივანზე სერგეი ნიკიფოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ნიკიფოროვმა გამოცემასთან საუბარში აღნიშნა, ზელენსკი და ტრამპი განიხილავდნენ სად და როდის უნდა შედგეს ვიზიტი უკრაინაში, თუმცა „კონკრეტიკა ჯერ ნაადრევია“
„ორივე მხარის მიერ შეხვედრაზე პრინციპული თანხმობა გაიცა. განსჯის საგანს გარკვეული დროის მონაკვეთები წარმოადგენდა, თუ სად უნდა შედგეს შეხვედრა. თუმცა ამის შესახებ საუბარი ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. ამაზე უკვე გუნდები იმუშავებენ, ისინი შეათანხმებენ გრაფიკს, დეტალებს, თუ როდის იქნება ეს [შეხვედრა] შესაძლებელი“, – ციტირებს გამოცემა ნიკიფოროვს.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა განაცხადა, ზელენსკიმ მოუწოდა ტრამპს არ დაუჯეროს რიგი ქვეყნების წარმომადგენლებს, რომლებიც ს პრეზიდენტის ს გამართლებას ცდილობენ. თავის მხრივ, ტრამპმაც მოუწოდა ზელენსკის არ დაუჯეროს ფეიკნიუსებს, რომ თითქოს მისი გამარჯვება რუსეთს ხელს აძლევს.
ზელენსკიმ და ტრამპმა პირველი სატელეფონო საუბარი პარასკევს გამართეს.