ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა

ზელენსკიმ სერგო ფარაჯანოვს უკრაინის ეროვნული ლეგენდის წოდება მიანიჭა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ სომეხ რეჟისორ სერგო ფარაჯანოვს “უკრაინის ეროვნული ლეგენდის” წოდება მიანიჭა.
მედალი უკრაინის თეატრის, მუსიკისა და კინოს მუზეუმს გადაეცემა.
სერგო ფარაჯანოვი თბილისში ცხოვრობდა – ის სომხეთის, საქართველოსა და უკრაინის კინოინდუსტრიებში მუშაობდა.
1965 წელს მან ფილმი დავიწყებული წინაპრების ჩრდილები გადაიღო, რის შემდეგაც საბჭოთა ხელისუფლებამ უკრაინულ კინოზე ზეწოლა გაზარდა.
რეჟისორი ეწინააღმდეგებოდა ცენზურასა და პოლიტიკურ პატიმრებს, მათ შორის უკრაინელების მიმართ.
2024 წლის იანვრის თვეში უკრაინამ “უკრაინული ნაციონალიზმისა და ჰომოსექსუალიზმში” ბრალდებული სერგო ფარაჯანოვი გაამართლა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)