ზელენსკიმ სანდუს მიულოცა საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება

უკრაინის პრეზიდენტმა მ მაია სანდუს მიულოცა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება.
ზელენსკიმ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მხარს უჭერს მოლდოვის ხალხის ევროპულ არჩევანს და მზად არის პარტნიორობის განმტკიცებისთვის.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს და აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ.
ზელენსკის თანახმად, მხოლოდ ნამდვილ უსაფრთხოებას და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია თითოეულ ადამიანს და ოჯახს მისცეს ხვალინდელი დღის რწმენის გარანტია.
მოლდოვაში 3 ნოემბერს ჩატარდა საპრეზიდენტო ს მეორე ტური, რომლის წინასწარი შედეგებით, ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა, პროევროპელმა მაია სანდუმ ხმების თითქმის 55%-ით დაამარცხა პრორუსულად განწყობილი სოციალისტების კანდიდატი, მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრ სტოიანოგლო(45%).
ისევე როგორც 20 ოქტომბერს ჩატარებულ პირველ ტურამდე, რომელშიც სანდუმ ყველაზე მეტი ხმა მიიღო, თუმცა გასამარჯვებლად საჭირო 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახა, მოლდოვის ხელისუფლებამ მეორე ტურის დროსაც განაცხადა არჩევნებში დან ჩარევის შესახებ.
3 ნოემბერს პრეზიდენტ მაია სანდუს მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში სტანისლავ სეკრიერუმ რუსეთი დაადანაშაულა კენჭისყრის პროცესში მასობრივად ჩარევაში. მოსკოვში ამას უარყოფენ.
მოლდოვაში გამოძიება დაიწყო აზერბაიჯანში, ბელარუსსა და თურქეთში გახსნილ უბნებზე კენჭისყრაში მონაწილეობისთვის მოსკოვიდან თვითმფრინავებით ამომრჩევლების სავარაუდო ორგანიზებული გადაყვანის გამო. კიშინიოვმა რუსეთის ჩარევის გაგრძელებად მიიჩნია ცრუ შეტყობინებებიც დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ბომბის არსებობის შესახებ.