ზელენსკიმ რუსეთს, ირანს და ჩრდილოეთ კორეას „მკვლელების კოალიცია” უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა მ კიევსა და სხვა ქალაქებზე ს დღევანდელ დარტყმას უწოდა „აბსოლუტურად ცინიკური“ იმ ფონზე, როცა მოსკოვი დემონსტრაციულად გმობს ირანის ბირთვული პროგრამის ობიექტებზე დარტყმებს
ზელენსკის განცხადებით, რუსულმა არმიამ უკრაინის მშვიდობიან მოქალაქეებს და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას ისევ შეუტია რუსულ-ირანული დრონებით „შაჰედი“ და წინასწარი მონაცემებით, ჩრდილოეთ კორეაში წარმოებული ბალისტიკური რაკეტებით
უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ყველა უნდა დაფიქრდეს შესაძლებელია თუ არა სიცოცხლის დაცვა, თუ „მკვლელების ეს კოალიცია შენარჩუნდება და ტერორის გავრცელებას გააგრძელებს”.
რუსეთის ჯარებმა 23 ივნისს, შუაღამის შემდეგ ზე იერიში მიიტანეს უპილოტო საფრენი აპარატებით და რაკეტებით. დარტყმის ძირითადი სამიზნე იყო დედაქალაქი და კიევის ოლქი.
კიევში, შევჩენკოს რაიონში დაინგრა 5-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის ერთი სადარბაზო. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქსა და კიევის ოლქში დაზიანებულია სახლები, სამედიცინო და საწავლო დაწესებულებები, მეტროს ერთ-ერთი სადგური და ბიზნეს-ცენტრი.
23 ივნისის დღის ორი საათისთვის ცნობილია, რომ კიევში დაიღუპა 7 ადამიანი, ხოლო კიევის ოლქში – 1.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მაღალი სიზუსტის იარაღით და დრონებით კიევის ოლქში დაარტყეს უკრაინის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოებს, სამხედრო აეროდრომს და საბრძოლო მასალების საწყობს. რუსეთი ისევ არაფერს ამბობს სახლების ნგრევასა და მსხვერპლზე მშვიდობიან მოსახლეობაში.
ფორუმი