ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა

უკრაინის პრეზიდენტმა, ს წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა. კერძოდ კი, შეზღუდვები დაუწესდა 40-მდე იურიდიულ და 100-ზე მეტ ფიზიკურ პირს, რომლებსაც კავშირი აქვთ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების იძულებით გაყვანასთან, ასევე მათ რომლებიც ეხმარებიან რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ ომის წარმოებაში.

სანქციების დაწესების განკარგულებები უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზეა გამოქვეყნებული.

„ძალაში შევიდა სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე გადაწყვეტილება. სანქციებში მოხვდა დაახლოებით 40 რუსული იურიდიული და 100-ზე მეტი ფიზიკური პირი. კერძოდ, ისინი, ვინც დაკავშირებულია ოკუპირებული ტერიტორიებიდან ბავშვების გატაცებასა და დეპორტაციასთან. ასევე ისინი, ვინც სხვადასხვა გზით ეხმარება რუსულ ტერორს უკრაინის წინააღმდეგ ვაძლიერებთ მათზე ჩვენი სახელმწიფოს ზეწოლას. თითოეულმა მათგანმა პასუხი უნდა აგოს იმაზე, რაც ჩაიდინა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში.

ასევე დაგაინტერესებთ

სცენარი 2 – „არაკონსტიტუციური გზით ხელისუფლების ცვლილება“ უკვე სრულად იყო ჩაშვებული ასამოქმედებლად და აქ უკვე საჭირო იყო კარგი მიზეზების მოძებნა რაც შეიძლება გამოყენებული ყოფილიყო საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ

წარმოჩენა იმისა, თითქოს ოპოზიციამ 700 000-ზე მეტი ხმა აიღო, არ არის სწორი, რადგან პირველ და მეორე ადგილს შორის წარმოუდგენლად დიდი სხვაობაა, რაც კიდევ ერთხელ აფიქსირებს ჩვენი მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერას

მთავარი, რაც სჭირდება ჩვენს ქვეყანას გაძლიერებისთვის, ეს არის პატრიოტული სულისკვეთების ამაღლება საზოგადოებაში, სიამაყის განცდის გაძლიერება საკუთარი ქვეყნის მიმართ და„ჯარის ბანაკი“ სწორედ ამას ემსახურება