ზელენსკიმ რუსეთის პირობებს შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “არარეალისტური” უწოდა

უკრაინის პრეზიდენტმა მ 27 მარტს განაცხადა, რომ ს პირობები შავ ზღვაზე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ “არარეალისტურია” და რომ რუსეთი ცდილობს, გააჭიანუროს მოლაპარაკებები მეტი ტერიტორიის დაპყრობის მიზნით.
მან განაცხადა ასევე, რომ ამჟამად რუსეთისთვის სანქციების მოხსნა იქნება “კატასტროფა დიპლომატიისთვის”.
27 მარტს პარიზში დაგეგმილი იყო უკრაინის მხარდამჭერი კოალიციის სამიტი. მასში მონაწილე ქვეყნებმა მზადყოფნა გამოთქვეს სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში, ში თავისი სამხედრო კონტინგენტი გაგზავნონ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის უზრუნველსაყოფად.
27 მარტს ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელიც პარიზში ერთი დღით ადრე, 26 მარტს ჩავიდა მოლაპარაკება გამართა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან.
შეხვედრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებენ და მათ გაუქმებაზე საუბარი ნაადრევია.
პარიზში მყოფმა ზელენსკიმ 26 მარტს Eurovision News-ის სტუდიაში თქვა, რომ პუტინს ეშინია საკუთარი საზოგადოების დესტაბილიზაციის და თუ დასავლეთი ზეწოლას და სანქციებს გააგრძელებს, დესტაბილიზაცია იქნება.
„ის მალე მოკვდება, ეს ფაქტია. და ყველაფერი დასრულდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა