ზელენსკიმ ჟურნალისტებს მოუყვა, რა უთხრა ორბანს არგენტინაში შეხვედრისას

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, არგენტინაში შეხვედრისას მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს სთხოვა დაესახელებინა ერთი მიზეზი, რატომ არ უნდა იყოს ევროკავშირის წევრი. ზელენსკის განცხადებები ამ საკითხზე უკრაინულმა მედიამ გაავრცელა.
“ვერ ვიტყოდი, რომ ეს დაგეგმილი შეხვედრა იყო, მაგრამ ჩვენ დიალოგი გვქონდა. ეს სიმართლეა. ვფიქრობ, გვჭირდება კონსტრუქციული დიალოგის ორგანიზება უნგრეთსა და უკრაინას შორის, რადგან მეზობლები ვართ, საერთო საზღვრები გვაქვს და საჭიროა, რომ ვილაპარაკოთ.
მე წამოვჭერი მასთან ეს საკითხი, რომ გვჭირდება საუბარი, პრობლემების გადაჭრა. მე ვაჩვენე მას, რომ პოზიტიური დამოკიდებულება მაქვს ამ საკითხის მიმართ.
მეორე. მე ვფიქრობ, მართალი ვარ, როცა ამას ვამბობ, რომ მისთვის ნათელი გავხადე: უნგრეთს არ აქვს მიზეზი უკრაინის დასაბლოკად ევროკავშირს წევრობის გზაზე. მე ვთხოვე მას, დაესახელებინა მხოლოდ ერთი მიზეზი [რატომ უნდა დაბლოკოს უნგრეთმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრება], არა სამი, არა ხუთი, არა ათი და პასუხს ველოდები”, – განაცხადა ზელენსკიმ.
პრეზიდენტ ზელენსკისა და ორბანს შორის მოკლე საუბარი არგენტინის პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალზე შედგა, რომელსაც ორივე მათგანი ესწრებოდა. ზელენსკის თქმით, ეს საუბარი იმდენად იყო გულწრფელი, რამდენადაც ეს შესაძლებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – 2025 წლის განმავლობაში მიღებულ იქნა საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება

ზურაბ ჯაფარიძე: პარტიებს შორის კონსულტაციების პროცესში პროგრესი არის, მათ შორის, საუბარია ერთიანი დოკუმენტის შემუშავებაზე – ყველას გააზრებული აქვს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე, რთული იქნება რეჟიმთან დაპირისპირება