ზელენსკიმ პატივი მაიგო “ზეციური ასეულის” ხსოვნას

უკრაინის პრეზიდენტმა, მ და პირველმა ლედიმ, ოლენა ზელენსკამ 20 თებერვალს ლამპრები დაანთეს ს ცენტრში, „ზეციური ასეულის ასეულის ხეივანში“ აღმართულ ჯვართან.
“ეს ჯვარი აღიმართა 2014 წლის მარტში “ღირსეული რევოლუციის” მონაწილეთა მასობრივი დახვრეტის ადგილზე. პრეზიდენტმა და მისმა მეუღლემ ასევე მიაგეს პატივის “ზეციური ასეულის” დაღუპულ გმირთა ხსოვნას”, – ნათქვამია უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებულ ცნობაში.
2014 წლის 18 თებერვალს კიევში ანტისამთავრობო გამოსვლების მონაწილეებსა და სამთავრობო უშიშროების ძალებს შორის შეტაკება მოხდა კიევის დამოუკიდებლობის მოედნის, „ევრომაიდნის“, მახლობლად. თვითმხილველთა თანახმად, გამოყენებულ იქნა საბრძოლო ტყვიები. თებერვლის მოვლენების დროს დაიღუპა ასზე მეტი აქტივისტი, „ზეციური ასეული“, როგორც მათ ხალხმა უწოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ უკრაინის მაშინდელი პრეზიდენტი, ვიქტორ იანუკოვიჩი, რუსეთში გაიქცა. უკრაინის სასამართლომ 2019 წლის იანვარში იანუკოვიჩს დაუსწრებლად მიუსაჯა 13-წლიანი პატიმრობა უმძიმესი ბრალდებებით, როგორიცა: სახელმწიფოს ღალატი, უკრაინის საზღვრების შეცვლის მცდელობა და ომის წარმოებისა და, აგრეთვე, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისთვის ხელის შეწყობა.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობოები და ოპოზიცია გვეუბნებოდნენ, ბომბების ცეცხლი გვირჩევნია, სირცხვილით წვას, რომ რუსეთთან ესკალაციას არ ვახდენთო – რა ტიპის ქვეყანა ვიქნებოდით, ვისი ტანკი იდგებოდა, ვისი ტყვია გაისვრიდა, აღარავის ეცოდინებოდა