ზელენსკიმ ომის დასრულების 20-პუნქტიანი გეგმის დეტალები დაასახელა

უკრაინის პრეზიდენტმა მ დღეს, 24 დეკემბერს პირველად ილაპარაკა ომის დასრულების 20-პუნქტიანი ამერიკული გეგმის პროექტის ყველა პუნქტის შინაარსზე.
უკრაინული მედიასაშუალებების ინფორმაციით, „საბაზისო დოკუმენტის“ პროექტის დეტალები საჯაროდ ცნობილი გახდა პრეზიდენტ ზელენსკის დღევანდელი ბრიფინგიდან.
ძირითადი პუნქტების თანახმად:
· უკრაინის არმიის რიცხოვნობა 800 ათასი იქნება;
· , ნატო და ევროკავშირი ს მისცემენ ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების მეხუთე მუხლის (კოლექტიური თავდაცვა) მსგავს უსაფრთხოების გარანტიებს;
· რუსეთმა საკანონმდებლი დონეზე უნდა გაამყაროს ზე თავდაუსხმელობის ვალდებულება;
· უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდება შეთანხმებით გაწერილ ვადაში;
· უკრაინა დარჩება არაბირთვულ სახელმწიფოდ;
· ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს ერთობლივად მართავენ უკრაინა, და , თუმცა ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინა ს მონაწილეობას არ ეთანხმება;
· რუსეთი და უკრაინა იღებენ ვალდებულებას თავის საგანმანათლებლო სისტემებსა და საზოგადოებაში განავითარონ ტოლერანტობა და კულტურათა ურთიერთგაგება.
ყველაზე რთული ტერიტორიის საკითხია. უკრაინა მოითხოვს ცეცხლის შეწყვეტას ამჟამინდელი საბრძოლო მოქმედებების ფაქტობრივ ხაზზე, რუსეთი კი – დონეცკის ოლქიდან უკრაინის ჯარების სრულად გაყვანას.
კომპრომისის სახით აშშ-ის წინადადებაა დონეცკის ოლქში თავისუფალი ეკონომიკური ზონის შექმნა. პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, ამ წინადადებაზე უკრაინაში უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რომლის მოსამზადებლად საჭიროა 60 დღე და ცეცხლის რეალურად შეწყვეტა.
გეგმის პროექტის თანახმად:
· რუსეთმა ჯარები უნდა გაიყვანოს დნეტროპეტროვსკის, სუმის, ხარკოვის და ნიკოლაევის ოლქებიდან;
· შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში უკრაინა რაც შეიძლება სწრაფად ჩაატარებს არჩევნებს;
· შეთანხმების დაცვას მეთვალყურეობას გაუწევს მშვიდობის საბჭო აშშ-ის პრეზიდენტ ს ხელმძღვანელობით. საბჭოში იქნებიან ნატოს და ევროპის სახელმწიფოების წარმომადგენლები.
ფორუმი