ზელენსკიმ ოლექსანდრ უსიკს უმასპინძლა

უკრაინის პრეზიდენტმა მ კრივში მსოფლიოს აბსოლუტურ ჩემპიონს, უკრაინელ ოლექსანდრ უსიკს უმასპინძლა. შეხვედრის ამსახველი ფოტოები და კომენტარი უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ facebook-ზე გამოაქვეყნა.
„დღეს ყველას გვსურს, რომ უკრაინის ხმა მსოფლიოში ძლიერი და გავლენიანი იყოს, რათა დედამიწის ყველა კუთხეში რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იცოდეს სიცოცხლისათვის უკრაინის ბრძოლის ისტორიის შესახებ. ეს შესაძლებელია მაშინ, როდესაც პლანეტის ყველა კუთხეში ცნობილი უკრაინის ლეგენდები საერთაშორისო ასპარეზზე პოლიტიკოსებისა და დიპლომატების ძალისხმევას უერთდებიან. ერთ-ერთი მათგანია ჩვენი მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი, ოლექსანდრ უსიკი. მასთან შეხვედრისას სწორედ ამაზე ვისაუბრეთ – იმაზე, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პოზიციები, კერძოდ, -ში, როგორ არ დაავიწყდეს მსოფლიოს ს დანაშაულები, როგორ შევახსენოთ სამყაროს უკრაინელი ხალხის ყოველდღიური განსაცდელი და ის გამბედაობა, რომელიც უკრაინელებმა ომის დროს, 1256 დღის განმავლობაში გამოავლინეს“, – თქვა მ, რომლის თქმითაც, საუბარი ასევე შეეხო ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, სპორტში აქტიურად ჩართული ბავშვების მხარდაჭერასა და მოტივაციის გაზრდას.
„ჩვენ ერთად ვმუშაობთ უკრაინისთვის, თავისუფლებისთვის, მშვიდობისთვის“, – დაწერა ვოლოდიმირ ზელესნსკიმ.
2025 წლის 19 ივლისს ოლექსანდრ უსიკმა ლონდონის „უემბლის“ სტადიონზე ბრიტანელი დენიელ დიუბუა დაამარცხა და მეორედ გახდა მსოფლიოს აბსოლუტური ჩემპიონი მძიმე წონაში კრივში.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი პრესის თავისუფლების მტაცებელთა სიაზე – როგორც ჩანს, იყო დავალება, ჩაესვათ ბიძინა ივანიშვილის სახელი, ძველი ინფორმაციებით ისარგებლეს და აბსოლუტური აბსურდი თქვეს საქართველოსთან დაკავშირებით

ბაკურ კვაშილავა – „ოცნებას“ 10-15-ჯერ მეტი თანხა ექნება ამოღებული, ვიდრე 20 მილიონია და ეს თანხა „შავ ანგარიშზე“ წავიდოდა, თორნიკე რიჟვაძემ კი შეუძლებელია არ იცოდეს, რომ არავინ მისცემს საშუალებას, ჩამოვიდეს და მედიას ელაპარაკოს