ზელენსკიმ მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია შექმნა, რომელსაც ერმაკი უხელმძღვანელებს

უკრაინის პრეზიდენტმა მ ხელი მოაწერა ბრძანებულებას უკრაინის დელეგაციის შექმნის შესახებ, რომელიც შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ს ფედერაციის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების პროცესში მონაწილეობას მიიღებს.
დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრეი ერმაკი აირჩიეს.
დელეგაციის შემადგენლობაში არიან ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მისი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და ერმაკის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.
რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა -ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად ს გადაეცა.
გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:
უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.
ს მიერ ოკუპირებული ს, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.
ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.