ზელენსკიმ მებრძოლ გიორგი ქუფარაშვილს ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა

უკრაინაში მებრძოლ ქართველ სამხედროს, გიორგი ქუფარაშვილს პრეზიდენტმა მ ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა გადასცა.
“დღეს პატივად მერგო უმაღლესი მთავარსარდლისგან მიმეღო ჩემი ქვედანაყოფის და მისი თითოეული მებრძოლის დამსახურების, ბრძოლის და შრომის აღიარება.
ქვედანაყოფის საბრძოლო დროშა.
მადლობა პირველ რიგში ჩემს პირად შემადგენლობას გაღებული მძიმე ფასისათვის რაც დღეს სახელმწიფომ და უმაღლესმა მთავარსარდლობამ აღიარა და შესაბამისად დააფასა. არაფერია იმაზე დიდი პატივი და სიამაყე სამხედროსთვის და მეთაურისთვის ვიდრე მისი ქვედანაყოფის და პირადი შემადგენლობის შრომის და ბრძოლის დაფასება. ბრძოლა გამარჯვებამდე. დიდება ს”, – დაწერა ქუფარაშვილმა ფეისბუკზე.
გიორგი ქუფარაშვილი თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკია და უკრაინაში მოხალისედ იბრძვის. ის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილეა. ქუფარაშვილი მძიმედ დაიჭრა მარიუპოლში ბრძოლის დროს. ის აზოვის პოლკის ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – ორგანიზაცია „საფარს“, რომელიც არ აღიარებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს, არ ცნობს კანონმდებლობას, აწარმოებს ზიზღის კამპანიას და რომლის გაცხადებული მიზანია არჩევნების საბოტაჟის გზით მოქალაქეების საარჩევნო უფლების დარღვევა, ევროკავშირი 900 000 ევროს უხდის

პროკურატურის ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები ტარდება, რომელიც გამოძიებას „დანაშაულის სურათის სრულად აღდგენის შესაძლებლობას მისცემს“

პროკურატურა – სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა