ზელენსკიმ კანადის ყოფილი ფინანსთა მინისტრი, ეკონომიკური განვითარების მიმართულების მრჩევლად დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა მ ეკონომიკური განვითარების მიმართულების მრჩევლად კანადის ყოფილი ფინანსთა მინისტრი კრისტია ფრილანდი დანიშნა.
„დღეს მე კრისტია ფრილანდი ეკონომიკური განვითარების მრჩევლად დავნიშნე. კრისტია ამ სფეროებში პროფესიონალია და მნიშვნელოვანი გამოცდილება აქვს ინვესტიციების მოზიდვასა და ეკონომიკური ტრანსფორმაციების განხორციელებაში“, – განაცხადა ზელენსკიმ თავის Telegram არხზე.