ზელენსკიმ ინტერვიუში თქვა, რომ თანახმა იქნებოდა პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე

უკრაინის პრეზიდენტმა, მ, ინტერვიუში, რომელიც 4 თებერვალს გამოქვეყნდა, განაცხადა, რომ თანახმა იქნებოდა ს პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ მოლაპარაკებაზე, რათა დასრულდეს თითქმის სამწლიანი ომი.
მან კომენტარი გააკეთა მოლაპარაკების დაწყების მოლოდინის ფონზე დონალდ ტრამპთან, რომელსაც პირობა აქვს დადებული, დაასრულოს ომი სწრაფად, და რომელიც თეთრ სახლში დაბრუნდა ში მოსკოვის შეჭრის მესამე წლისთავის წინ.
ბრიტანელ ჟურნალისტ პირს მორგანთან ზელენსკის ინტერვიუ YouTube-ზე გამოქვეყნდა. შეკითხვაზე, თუ როგორ იგრძნობდა თავს, პუტინის წინ რომ იჯდეს მოლაპარაკების მაგიდასთან, ზელენსკიმ თქვა, რომ „თუ ეს ერთადერთი ვარიანტია, რომელიც უკრაინის მოქალაქეებს მშვიდობას მოუტანს და აღარ დავკარგავთ ხალხს, მაშინ, ცხადია ამ ვარიანტს დავთანხმდები,“ და დასძინა, რომ ის „ოთხ მონაწილესთან ერთად იქნება.“ მას არ დაუზუსტებია, ვინ იქნებიან ეს მონაწილეები, თუმცა მორგანმა მანამდე ილაპარაკა ოთხი ჰიპოთეზური მონაწილის – ს, უკრაინის, ევროკავშირის და -ის მოლაპარაკებაზე.
„მე მის მიმართ არ ვიქნები კეთილი, მას მტრად მივიჩნევ. გულწრფელად, რომ თქვა, ისიც მტრად მიმიჩნევს მე,“ – თქვა უკრაინის ლიდერმა.
გასულ კვირაში პუტინმა თქვა, რომ მოსკოვი თანახმაა სთან მოლაპარაკებაზე, მაგრამ გამორიცხვა ზელენსკისთან პირდაპირი საუბრის შესაძლებლობა.
ბრძოლის ველზე ორივე მხარე ცდილობს უპირატესობის მოპოვებას მოლაპარაკების წინ, რომელიც ჰიპოთეზური რჩება. კიევს უჭირს რუსეთის ჯარების შეკავება და ზელენსკიმ კი აღიარა, რომ უკრაინას გაუჭირდება იმ ტერიტორიების ნაწილის დაბრუნება, რომელიც რუსეთს დაუთმო.
„სამწუხაროდ, მხარდაჭერა, რომელსაც გვიწევენ ჩვენი პარტნიორები, არასაკმარისია იმისთვის, რომ ჩვენი ტერიტორიებიდან პუტინი მთლიანად განვდევნოთ,“ – თქვა ზელენსკიმ ინტერვიუში.

ასევე დაგაინტერესებთ

სეს – თევზის ორ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, 9-ში კი ინფორმაციის მიწოდების წესის დარღვევა, სხვა შემთხვევებში, ხიზილალისა და თევზის საწარმოებში იყენებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ საღებავებს და ეტიკეტი შეიცავს ინფორმაციას საკვებდანამატებზე

ლევან მახაშვილი – დელეგაცია მიდიოდა ბრიუსელში და თუ არ ჰქონდათ ერთი ადგილი, რომ მიეღოთ ეს ქვეყნები, მაშინ თამამად შეეძლოთ სხვა ადგილი გამოეყოთ – ეს არის საბაბი, საბავშვო ბაღია, რაც ბრიუსელის მხრიდან ვნახეთ