ზელენსკიმ თავდაცვის ყოფილი მინისტრი უმეროვი უშიშროების საბჭოს მდივნად დანიშნა

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
პრეზიდენტმა მ დღეს, 18 ივლისს გამოცემული ბრძანებებით საბჭოს მდივნის თანამდებობიდან გაათავისუფლა ოლექსანდრ ლიტვინენკო და მის ნაცვლად დანიშნა თავდაცვის ყოფილი მინისტრი რუსტემ უმეროვი.
უმეროვი ვეღარ მოხვდა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის იმ შემადგენლობაში, რომელსაც ახალი პრემიერ-მინისტრი იულია სვირიდენკო ხელმძღვანელობს. უკრაინის პარლამენტმა პრეზიდენტის მიერ პრემიერად წარდგენილი სვირიდენკოს დანიშვნას მხარი 17 ივლისს დაუჭირა.
იულია სვირიდენკომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე შეცვალა დენის შმიჰალი, რომელმაც მთავრობის ახალ შემადგენლობაში თავდაცვის მინისტრის თანამდებობა დაიკავა.
რუსტემ უმეროვი უკრაინის თავდაცვის მინისტრი იყო 2023 წლის სექტემბრიდან. მისი კანდიდატურა განიხილებოდა -ში უკრაინის ელჩის თანამდებობაზე, თუმცა 17 ივლისს ცნობილი გახდა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ ვაშინგტონში ელჩობის კანდიდატად შეარჩია იუსტიციის ყოფილი მინისტრი და ყოფილი ვიცე-პრემიერი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში ოლგა სტეფანიშინა.
ფორუმი