ზელენსკიმ და სტარმერმა უსაფრთხოების გარანტიების შესახებ იმსჯელეს

„გუშინ ყველა პარტნიორთან ერთად, დღეს ორმხრივ ფორმატში განვიხილეთ ალასკაზე შეხვედრის მოლოდინები და სავარაუდო პერსპექტივები. ასევე საკმაოდ დაწვრილებით განვიხილეთ უსაფრთხოების გარანტიები, რომლებმაც შეიძლება მსოფლიოს მართლა მიანიჭოს სტაბილურობა, თუკი შეერთებული შტატები მაინც მოახერხებს, აიძულოს, შეწყვიტოს მკვლელობები და ნამდვილი შინაარსიანი დიპლომატია არჩიოს. მნიშვნელოვანია, რომ მსურველთა კოალიციის ფარგლებში ყველამ ერთად მოვახერხოთ უსაფრთხოების სფეროში მუშაობის ნამდვილი ფორმატების მიღწევა,“ დაწერა უკრაინის პრეზიდენტმა მ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ლონდონში შეხვედრის შემდეგ.
გარდა ამისა ორმა ლიდერმა განიხილა უკრაინის არმიისა და თავდაცვითი მრეწველობის მხარდაჭერის პროგრამის გაგრძელება.
პარასკევს ალასკაში გაიმართება შეხვედრა -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს შორის. მათი მოლაპარაკებების თემა იქნება საზავო შეთანხმება ში.
როგორც NBC News-ი ადრე იტყობინებოდა ანონიმ წყაროებზე დაყრდნობით, ტრამპმა ზელენსკის უთხრა, რომ პუტინთან შეხვედრაზე არ აპირებს განიხილოს უკრაინის ტერიტორიების საკითხი და რომ მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის მიღწევას შეეცდება.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი ქადაგიშვილი ტრამპი-პუტინის შეხვედრაზე – მგონი ნათელია, რომ თუ ამ პოზიტიურ შეხვედრას შემდგომი ნაბიჯები მოჰყვება, ეს საბოლოოდ, მშვიდობის დამყარებას უზრუნველყოფს – ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც, რადგან ამ ომმა საქართველოზეც გადაიარა

გია ვოლსკი – პლებისციტის აუცილებლობას ვერ ვხედავ, არჩევნებს დავარქვათ პლებისციტი – ისედაც, საზოგადოების უდიდესი ნაწილი „ქართული ოცნებას” მხარს იმიტომ უჭერს, რომ მისთვის ევროინტეგრაციაა საინტერესო და რომ თვითმყოფადობის დაცვა ჩვენი გუნდის სიმბოლოა