ზელენსკიმ და დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა უკრაინელ ხალხს გოსტომელის აეროპორტიდან მიმართეს

რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის დაწყების მეორე წლის თავზე, უკრაინის პრეზიდენტმა ვიდეომიმართვა ჩაწერა ს მახლობლად მდებარე გოსტომელის აეროპორტში, სადაც 2022 წლის 24 თებერვალს უკრაინელმა სამხედროებმა სასტიკი ბრძოლა გაუმართეს რუს მედესანტეებს.
„სწორედ აქედან უნდა დაწყებულიყო “კიევი და 3 დღეში”. ორი წლის წინ აქ მტრის ჯარებს ცეცხლით შევხვდით. ორი წლის შემდეგ აქ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ვხვდებით“, – განაცხადა მ.

გოსტომელში ზელენსკისთან ერთად მყოფმა დასავლეთის რამდენიმე ლიდერმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა გოსტომელისათვის ბრძოლის მნიშვნელობას, რამაც 2 წლის წინ მოწინააღმდეგეს კიევისკენ გაჭრის გეგმა ჩაუფუშა.

იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ აეროდრომს მოსკოვის წარუმატებლობისა და უკრაინის სიამაყის სიმბოლო უწოდა.

„ადამიანების გმირულმა საქციელმა შეცვალა ისტორიის გეზი. 24 თებერვალს ორი წლის წინ ერთი მათგანი აქ მოხდა“, – აღნიშნა მელონიმ.
უკრაინისათვის სოლიდარობის გამოსახატად 24 თებერვალს კიევში ჩავიდნენ დასავლელი ლიდერები, მათ შორის – იტალიის, კანადისა და ბელგიის პრემიერ-მინისტრები და ევროკომისიის პრეზიდენტი ურზულა ფონ დერ ლაიენი.
„კიევი გადარჩა. თქვენი გამბედაობა წინ გადაეღობა პუტინს. თქვენ არ შედრკით და არ გაიქეცით. უკრაინელი გმირების მცირე რაზმმა, ბოლო ტყვიამდე და ბოლო ამოსუნთქვამდე რომ იბრძოდა, დამპყრობელი უკუაგდო. თქვენ შეძელით ს შეტევის შეჩერება უკრაინის გულში. თქვენ გადაარჩინეთ თქვენი ქვეყანა, თქვენ გადაარჩინეთ მთელი ევროპა“, – განაცხადა ურზულა ფონ დერ ლაიენმა.
24 თებერვალს დილით კიევში ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონიც ჩავიდა.
სოციალურ მედია X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ჯონსონმა დაწერა, რომ მას არ აქვს ეჭვი, რომ უკრაინელები გაიმარჯვებენ და განდევნიან პუტინის ჯარებს – „იმ პირობით, რომ ჩვენ უკრაინელებს გავუწევთ სათანადო სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ დახმარებას“.

24 თებერვალს, მოგვიანებით, მელონი უმასპინძლებს ვიდეოკონფერენციას კიევიდან, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ „დიდი შვიდეულის“ ლიდერები, ხოლო პრეზიდენტ ზელენსკის მიიწვევენ დისკუსიაში მონაწილეობის მისაღებად.

ასევე დაგაინტერესებთ