ზელენსკიმ ბალტიისპირეთში ტურნე დაიწყო | უკრაინის პრეზიდენტი ვილნიუსშია

უკრაინის პრეზიდენტი ლიეტუვის დედაქალაქში, ვილნიუსში დაუანონსებელი ვიზიტით ჩავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის Telegram არხი ავრცელებს.
მისივე ცნობით, მოგვიანებით აპირებს რომ ს დედაქალაქს – ტალინსა და ლატვიის დედაქალაქს, რიგას ეწვიოს.
“ესტონეთი, ლატვია და ლიეტუვა ჩვენი სანდო და პრინციპული პარტნიორები არიან. მოგვიანებით მე ჩავალ ტალინში და რიგაში – დღეს კი ვილნიუსს ვეწვიე”, – წერს ზელენსკი.
ვიზიტის ფარგლებში ზელენსკი შეხვდება ლიეტუვის პრემიერ-მინისტრს, სეიმის სპიკერს, სხვა პოლიტიკური ჯგუფების წევრებს, მასმედიის წარმომადგენლებსა და იქ მცხოვრებ უკრაინელებს.
ქვეყნების ლიდერებს შორის შეხვედრაზე განსახილველ საკითხებს შორის არის, უსაფრთხოება, ევროკავშირში და NATO-ში ინტეგრაცია და ევროკავშირის შემდგომი მხარდაჭერის კოორდინაცია.