ზელენსკიმ ბაიდენს უკრაინის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

უკრაინის პრეზიდენტმა, მ ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს უკრაინის თავისუფლებისთვის ბრძოლაში ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ ზელენსკი X-ზე წერს.
ზელესნკი აღნიშნავს, რომ ბაიდენი ს ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტებში უჭერდა მხარს, ეხმარებოდა პუტინის ოკუპაციის თავიდან აცილებაში და აგრძელებს მათ მხარდაჭერას მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში.
გარდა ამისა, ზელენსკი ხაზს უსვამს, რომ უკრაინა პატივს სცემს კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით ბაიდენის გადაწყვეტილებას.
“უკრაინასა და მთელ ევროპაში არსებული ვითარება არანაკლებi გამოწვევაა და ჩვენ გულწრფელად იმედი გვაქვს, რომ ამერიკის ძლიერი ხელმძღვანელობა ხელს შეუშლის რუსული ბოროტების წარმატებასა და აგრესიას”, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – მზად ვარ, ბოლომდე გამოგყვეთ, დარწმუნებული ვარ, ეს ბოლო ძალიან ახლოს არის, მაგრამ უნდა გავუძლოთ – დავიწყებ მასშტაბურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან, წავალ უცხოეთში და დავბრუნდები უცხოეთიდან