ზელენსკიმ ბაიდენს მადლობა გადაუხადა ლიდერობისა და მხარდაჭერისთვის

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თავისი ქვეყნის სახელით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს მადლობა გადაუხადა თავისუფლებისთვის უკრაინის ბრძოლის ურყევი მხარდაჭერისთვის.
მას შემდეგ, რაც 21 ივლისს, ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიული პარტიის და -ის ინტერესების გამო გადაწყვიტა მეორე ვადით კენჭი აღარ იყაროს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ პატივს სცემენ მის რთულ, მაგრამ ძლიერ გადაწყვეტილებას.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყოველთვის მადლიერი იქნებიან პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობისთვის. ზელენსკის თანახმად, ბაიდენმა უკრაინას მხარი დაუჭირა ქვეყნის ისტორიის ყველაზე დრამატულ მომენტში და მთელი ამ საშინელი ომის განმავლობაში განაგრძობს უკრაინის დახმარებას.
ზელენსკი წერს რომ უკრაინასა და მთელ ევროპაში სიტუაცია ისევ რთულია, და იმედს გამოთქვამს, რომ ამერიკის შემდგომი ძლიერი ლიდერობა რუსულ ბოროტებას არ მისცემს წარმატების მიღწევის შესაძლებლობას.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთის წინააღმდგეგ ომში მყოფი უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერია. უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 53 მილიარდ დოლარზე მეტის სამხედრო დახმარება.
პრეზიდენტი ბაიდენი უკრაინისადმი მხარდაჭერის დასადასტურებლად კიევში საგანგებოდ ჩავიდა ომის დაწყების წლისთავზე, 2023 წლის თებერვალში.
-ის დემოკრატიულმა პარტიამ 2024 წლის 5 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი აგვისტოში დაგეგმილ ყრილობაზე უნდა წარადგინოს.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატია ყოფილი პრეზიდენტი . მან დეტალების დაკონკრეტების გარეშე არაერთხელ განაცხადა, რომ მეორე ვადით არჩევის შემთხვევაში, უკრაინაში ომს მალევე დაასრულებს. რესპუბლიკელების ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატია სენატორი ჯეი დი ვანსი, რომელიც უკრაინის სამხედრო დახმარების მოწინააღმდეგეებს შორისაა.

ასევე დაგაინტერესებთ

აჩიკო ბერიძე: მადლობა ღმერთს, რომ ამ ისტორიულ ეტაპზე ქართველ ხალხს ჰყავს ეროვნული ხელისუფლება ბატონი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით და ჰყავს ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომლის უდიდესი წვლილია იმაში, რომ საქართველო დღეს ამ ბეწვის ხიდს მშვიდობით გადის (ვიდეო)