ზელენსკიმ აშშ-ში ვიზიტისას წამოაყენა წინადადება, უკრაინაში შეიქმნას ევროპული თავდაცვითი ჰაბი

უკრაინის პრეზიდენტი -ში ვიზისტის მსვლელობისას შეხვდა აშშ-ის თავდაცვის სფეროს კომპანიების ხელმძღვანელებს და წამოაყენა წინადადება, ში შეიქმნას ევროპული თავდაცვითი ჰაბი, რომელიც დააჩქარებდა და გაზრდიდა სამხედრო აღჭურვილობისა და ამუნიციის წარმოებას. ამის შესახებ ზელენსკიმ სოცქსელ X-ზე (ყოფილი ტვიტერი) დაწერა.
„შევხვდი აშშ-ის თავდაცვით კომპანიებს და მადლობა გადავუხადე ყოველ ამერიკელ მუშას იმ იარაღის წარმოებისთვის, რომელიც გვეხმარება ჩვენი ხალხისა და ჩვენი მიწის დაცვაში,“ თქვა ზელენსკიმ.
„ასევე გამოვედი წინადადებით, უკრაინაში შეიქმნას ევროპული თავდაცვითი ჰაბი. მზად ვართ, მივიღოთ ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, შევამციროთ ბიუროკრატია და გავანაწილოთ შეკვეთები. მზად ვართ, ვაწარმოოთ მეტი ამუნიცია და სამხედრო ტექნიკა, მაგრამ გვჭირდება დახმარება. მნიშვნელოვანია, საარტილერიო ამუნიციის, საჰაერო თავდაცის სისტემებისა და საარტილერიო-სარაკეტო კომპლექსების ერთობლივი წარმოების განვითარება“, დასძინა ზელენსკიმ.
12 დეკემბერს დილით ზელენსკი, რომელიც მეორე დღეა იმყოფება ვიზიტით აშშ-ში, სენატორების წინაშე გამოვიდა. მოგვიანებით ის აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს შეხვდება.
დღის მეორე ნახევარში დაგეგმილია ბაიდენისა და ზელენსკის ერთობლივი პრესკონფერენცია.
წინა კვირაში რესპუბლიკელმა სენატორებმა დაბლოკეს თეთრი სახლის მოთხოვნა, 106 მილიარდი დოლარი გამოყონ უკრაინისა და სთვის საგანგებო დახმარების სახით. ბაიდენის ადმინისტრაციამ 4 დეკემბერს განაცხადა, რომ წლის ბოლოსთვის მთავრობას აღარ ექნება სახსრები უკრაინისთვის იარაღის მისაწოდებლად. კონსერვატორების თქმით, ისინი უარს იტყვიან დახმარების ამ პაკეტის დამტკიცებაზე, თუკი დემოკრატები და თეთრი სახლი არ დათანხმდებიან მასშტაბურ რეფორმებს იმიგრაციის სფეროში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მნიშვნელოვანია სტრატეგიული პარტნიორობის განახლება აშშ-თან და ეს იქნება დამოკიდებული თავიდან ბოლომდე იმაზე, ვინ გაიმარჯვებს ორთაბრძოლაში ტრამპსა და “დიფ სთეითს” შორის – ყოველთვის ყველა სცენარისთვის ვიყავით მზად

ირაკლი კობახიძე – დასანანი იყო, რა მესიჯიც გავრცელდა პოლოლიკაშვილის მხრიდან – მისმა მესიჯმა, შინაარსის და ლექსიკის გათვალისწინებით, მყარად დაადასტურა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება იყო აბსოლუტურად მართებული

პაველ ჰერჩინსკი „ქართული ოცნების“ წევრების დასანქცირებაზე – ევროკავშირის დონეზე ჩვენ კვლავ ვცდილობთ სანქციების შემოღებას და იმედია, მივაღწევთ იმ მომენტს, როცა 27 წევრი სახელმწიფო ერთსულოვანი იქნება