ზელენსკიმ -სთან და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია შეარჩია – სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებზე კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება

ზელენსკიმ -სთან და რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის დელეგაცია შეარჩია – სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებზე კონსულტაციები შვეიცარიაში გაიმართება
უახლოეს დღეებში შვეიცარიაში ვიწყებთ კონსულტაციებს უკრაინისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებს შორის მომავალი სამშვიდობო შეთანხმების შესაძლო პარამეტრებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, რუსტემ უმეროვი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ამ პროცესს საკუთარი ინტერესების მკაფიო გაგებით უდგება.
„ეს დიალოგის კიდევ ერთი ეტაპია, რომელიც ბოლო დღეებში მიმდინარეობს და ძირითადად მიზნად ისახავს ჩვენი ხედვის ჰარმონიზაციას შემდეგი ნაბიჯებისთვის. ვაფასებთ ამერიკული მხარის ჩართულობას და მის მზადყოფნას არსებითი დისკუსიისთვის. გააგრძელებს პასუხისმგებლობით, პროფესიონალურად და თანმიმდევრულად მოქმედებას – როგორც ამას ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება მოითხოვს“, – წერს უმეროვი
უკრაინის პრეზიდენტმა მ ხელი მოაწერა ბრძანებულებას, უკრაინის დელეგაციის შექმნის შესახებ, რომელიც მონაწილეობას მიიღებს მოლაპარაკებებში შეერთებულ შტატებთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან, ასევე ს ფედერაციის წარმომადგენლებთან, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დელეგაციის ხელმძღვანელად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანდრეი ერმაკი აირჩიეს.
დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან: ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი რუსტემ უმეროვი და მისი მოადგილე ევგენი ოსტრიანსკი, დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსი კირილო ბუდანოვი, გენერალური შტაბის უფროსი ანდრეი გნატოვი, საგარეო დაზვერვის სამსახურის უფროსი ოლეგ ივაშენკო, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სერგეი კისლიცა, უკრაინის უშიშროების სამსახურის უფროსის მოადგილე ალექსანდრ პოკლადი და ერმაკის მრჩეველი ალექსანდრ ბევზი.