ზელენსკიმ არმიის გენშტაბის ახალი ხელმძღვანელი დანიშნა

უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელად დანიშნა გენერალ-მაიორი ანდრი გნატოვი. ეს ინფორმაცია პრეზიდენტის საიტზეა გამოქვეყნებული.
გენშტაბის უწინდელი ხელმძღვანელი, ანატოლი ბარგიელევიჩი გახდება უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექტორი და გააკონტროლებს არმიაში მიმდინარე რეფორმებს – იუწყება გენშტაბი. თავდაცვის მინისტრი, რუსტემ უმეროვი დასძენს, რომ ახალ თანამდებობაზე ბარგიელევიჩი პასუხისმგებელი იქნება საომარი სტანდარტების დაცვაზე და სამხედრო დისციპლინის განმტკიცებაზე.
უმეროვის თქმით, გენერალ გნატოვს აქვს 27-წელზე მეტხნიანი სამხედრო გამოცდილება. ის იყო საზღვაო ქვეითთა ბრიგადის, ოპერატიული დანაყოფის, “ვოსტოკისა” და უკრაინის არმიის გაერთიანებული ძალების მეთაური. თებერვლის ბოლოს გნატოვი დაინიშნა უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ხელმძღვანელის მოადგილედ.
ში ს სრული მასშტაბით შეჭრის შემდეგ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მეორედ იცვლება. ბარგიელევიჩმა ამ პოსტზე შარშან შეცვალა გენერალი სერგი შაპტალა.
ფორუმი