ზელენსკიმ ანჯეი დუდა თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა

ანჯეი დუდა დღეს პოლონეთის პრეზიდენტის რანგში, კიევში ბოლო ვიზიტით ჩავიდა. აგვისტოში მას სახელმწიფოს მეთაურის თანამდებობაზე საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კაროლ ნავროცკი შეცვლის.
უკრაინის პრეზიდენტმა პოლონეთის პრეზიდენტი თავისუფლების ორდენით დააჯილდოვა.
როგორც ზელენსკის ბრძანებაშია ნათქვამი, ანჯეი დუდა -პოლონეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცებაში, უკრაინის სახელმწიფოებრივი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში შეტანილი განსაკუთრებული პირადი დამსახურებისთვის დაჯილდოვდა.