ზელენსი: -ს, სა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობაა დონბასის მომავლის საკითხში

უკრაინის პრეზიდენტმა მ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ -ს, სა და რუსეთს შორის აზრთა სხვადასხვაობაა დონბასის ტერიტორიების მომავლის საკითხში.
მისი თქმით, დაჟინებით მოითხოვს დასავლელი მოკავშირეებისგან, პირველ რიგში შეერთებული შტატებისგან, უსაფრთხოების გარანტიების შესახებ ცალკე შეთანხმებას. „არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე – და ყველა უკრაინელი – პასუხის მიღებას ვითხოვთ: თუ კვლავ დაიწყებს ომს, რას იზამენ ჩვენი პარტნიორები?“ – თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა ეს განცხადება გააკეთა აშშ-ის პრეზიდენტ ს მიერ მისი კრიტიკიდან რამდენიმე საათის შემდეგ. ტრამპმა თქვა, რომ „ცოტა იმედგაცრუებულია“ უკრაინის ლიდერით, რომელსაც, მისი თქმით, ჯერ არ გადაუხედავს აშშ-ის წინადადებისთვის. გაურკვეველია, ეს ადრე განხილულ გეგმას ეხება თუ ახალ ვარიანტს.
როგორც Politico წერს წყაროებზე დაყრდნობით, მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა დონბასის მომავლის საკითხის გამო. „ამერიკელები მოითხოვენ, რომ უკრაინამ დონბასი უნდა დატოვოს… ასე თუ ისე“, – განუცხადა გამოცემას მოლაპარაკებებთან დაკავშირებულმა მაღალჩინოსანმა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.
Politico-ს ცნობით, კვლავ მოითხოვს უკრაინისგან ტერიტორიების დათმობას, ხოლო უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ ნებისმიერი სამშვიდობო შეთანხმება უნდა მოიცავდეს ომის გაყინვას ამჟამინდელ პოზიციებზე.
ორშაბათს ზელენსკი ლონდონში შეხვდა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცს. ლიდერებმა გამოთქვეს სურვილი, შეიმუშაონ მკაფიო გეგმები სამშვიდობო შეთანხმების შემთხვევაში.
მანამდე ბრიტანეთის მთავრობაში Reuters-ის წყარომ განაცხადა, რომ შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა გაყინული რუსული აქტივების გამოყენების შესაძლებლობა.
აშშ-ის გეგმის საწყისი ვერსია (გამოქვეყნდა მედიაში, მაგრამ ოფიციალურად არ გასაჯაროებულა) ითვალისწინებდა მთელი დონბასის რუსეთისთვის გადაცემას, უკრაინული ჯარების გაყვანას მის მიერ კონტროლირებული დონეცკის ოლქის ტერიტორიებიდან და ბრძოლის შეჩერებას ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში შეხების ხაზის გასწვრივ. უკრაინის დელეგაციასთან კონტაქტების შემდეგ აშშ-მა განაახლა დოკუმენტი და, The New York Times-ის ცნობით, გამორიცხა ტერიტორიული პუნქტები და გამოვიდა „მომავალ მოლაპარაკებებში“ მათი განხილვის წინადადებით.
Axios-ის ცნობით, 6 დეკემბერს ზელენსკის შეხვედრაზე აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან, განიხილეს ტერიტორიული საკითხები და უსაფრთხოების გარანტიები. წყარომ გამოცემას განუცხადა, რომ ტერიტორიული საკითხების განხილვა „რთული“ იყო. რუსეთი კვლავ მოითხოვს უკრაინის ჯარების გაყვანას დონბასის იმ ტერიტორიებიდან, რომლებსაც აკონტროლებს, თუმცა აშშ „ცდილობს ამ საკითხის მოსაგვარებლად ახალი იდეების შემუშავებას“.
ფორუმი

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა პაპუაშვილი – საზოგადოებაში არანაირი ეჭვი არ არსებობს, ეჭვი აქვს იმ მცირე ჯგუფს, რომელსაც ტვინი გამოურეცხეს – რომლებსაც აჯერებენ, რომ თუთიყუშს ბუმბული გასძვრა იმის გამო, რომ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური იარაღით მოწამლეს