ზეინაბ დიასამიძე: ვეკითხები ხელისუფალთ, საგარეო საქმეთა მინისტრს-მაკა ბოჭორიშვილს: რა რეაგირება გააკეთეთ?! რა შეჰბედეთ უძღებ ოკუპანტებს, რომლებიც ტერიტერიებით ვეღარ ოკდებიან და ეხლა ცოცხალ ალაფად არასრულწლოვანები აირჩიეს!

ექიმი ზეინაბ დიასამიძე:
ძალიან მაინტერესებს და უნდა ვიკითხო… ყოველგვარი ჩასაფრების და უკანა აზრების გარეშე❗️
გუშინ ღორმა ოკუპანტებმა ბავშვები გაიტაცეს! უშიშროების სამსახურის ოპერატიული მოქმედებების შედეგად ბავშვები იპოვნეს და დააბრუნეს… რისთვისაც მადლობელი ვართ.
ეხლა ვეკითხები ხელისუფალთ, საგარეო საქმეთა მინისტრს-მაკა ბოჭორიშვილს:
რა რეაგირება გააკეთეთ?! რა შეჰბედეთ უძღებ ოკუპანტებს, რომლებიც ტერიტერიებით ვეღარ ოკდებიან და ეხლა ცოცხალ ალაფად არასრულწლოვანები აირჩიეს!
ელემენტარულად საპროტესტო ნოტა მაინც თუ შეადგინეთ?! ან მათი დიპ. წარმომადგენელი თუ დაიბარეთ❓❗️ თუ თქვენ მხოლოდ ქონებას იცავთ და გერმანიის და ბრიტანეთის ელჩებთან ბობოქრობთ?!
იქნებ ლეკიანობის დაკანონებასაც გვიპირებთ❓❗️ გაგვეცით პასუხი❗️
ცნობისათვის, 27 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზიდან ბავშვები გაიტაცეს. თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზიდან, სოფელ თამარაშენთან 5 არასრულწლოვანი გაიტაცეს. ერთ-ერთი ბავშის მამამ, ბესო სიდამონიძემ განაცხადა, რომ არასრულწლოვნები სოფელ თამარაშენში სათამაშოდ იმყოფებოდნენ, საიდანაც ისინი გაიტაცეს.

სახელმწიფო უსფართხოების სამსახურმა, გუშინვე, გაავრცელა ინფორმაცია, რომ  ბავშვები უკვე უსაფრთხოდ არიან.

„ბავშვები ჩვენთან და უსფართხოდ იმყოფებიან“,-აცხადებენ სუს-ში.

ასევე დაგაინტერესებთ

გია ჯაფარიძე: საქართველოს დავოსში არმიწვევა ნიშნავს, რომ ქვეყანა არის სხვა სახელმწიფოს სატელიტი და “რა საჭიროა?” – ნახეთ ზანგეზურის დერეფანი, ტრამპის მარშრუტი, ალიევის განცხადება, ამ ყველაფრიდან ამოვარდნილი ვართ, აღარ ვართ საინტერესო

ნუგზარ წიკლაური: იცნობთ ქვეყანას სამყაროში, სადაც ფასებს სუს-ი არეგულირებს? გვახსოვს ბრეჟნევის კარაქის, ყველის და პურის ტალონები, აქეთკენ მიდის „ოცნება“ – დებატებზე კი არ გამოვრიცხავ, რომ მთავრობა და „უქარქაშო ხმლები“ „ხალხის ძალის“ სახით დასხდნენ