ზეია: მოვუწოდებთ მთავრობას, შეწყვიტოს ანტიამერიკული დეზინფორმაცია

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე, უზრა ზეია ქართული ოცნების ქალ დეპუტატებს, მაკა ბოჭორიშვილს, მარიამ ლაშხსა და ნინო წილოსანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, რომ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, რომ შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია.
“ქართული ოცნების ქალ ლიდერებთან დემოკრატიული ნორმებისა და ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელობაზე ვესაუბრე. აშშ მტკიცედ უჭერს მხარს ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებებმა ამ მიზნისკენ პროგრესი შეაფერხა. მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეწყვიტოს ანტიდემოკრატიული ქმედებები და ანტიამერიკული დეზინფორმაცია”. – წერს ზეია.
Engaged w/ GD women leaders on the importance of upholding democratic norms & human rights. 🇺🇸 strongly supports the 🇬🇪 people’s Euro-Atlantic aspirations, but GD’s actions have derailed progress toward this goal. We call on the 🇬🇪 gov’t to stop anti-democratic actions &… pic.twitter.com/mffssdp4Qd— Under Secretary Uzra Zeya (@UnderSecStateJ) July 11, 2024
აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მოადგილე სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, უზრა ზეია თბილისში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვიდა. სახელმწიფო დეპარტამენტის მიხედვით, ვიზიტის ფარგლებში ზეია მართავს შეხვედრებს, სადაც კვლავ გამოხატავს ამერიკის შეშფოთებას რუსული კანონისა და სხვა არალიბერალური კანონების მიმართ.