ზეია: “დეზინფორმაციის გავრცელება აშშ-ის მიმართ, მხოლოდ ჩვენი მტრის ინტერესებს ემსახურება“

„ამერიკის შეერთებულ შტატებში უაღრესად შეშფოთებული ვართ საქართველოს მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებებით და დეზინფორმაციით, რომელიც ვრცელდება მმართველი პარტიის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას, აზიანებს ჩვენს პარტნიორობას და აზიანებს ადამიანის უფლებებს საქართველოში“ – ეს არის მთავარი გზავნილი, რომელიც ვაშინგტონიდან თბილისში სახელმწიფო მდივნის მოადგილე უზრა ზეიამ ჩამოიტანა.
„ე.წ უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და მათ შორის ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს…საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების მიმართ. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება, მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის, მათ შორის, -ის მიმართ, მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს ემსახურება“ უზრა ზეია, სახელმწიფო მდივნის მოადგილე
ვიზიტის პირველ დღეს, ზეია საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, პარასკევს, „ოცნების“ პრემიერ სთან შეხვედრის შემდეგ კი ამერიკელმა დიპლომატმა ქართულ მედიასთან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ამერიკულ-ქართულ ურთიერთობებში, ერთ-ერთ მთავარ პრობლემად, ივანიშვილის მთავრობის მიერ, ე.წ რუსული კანონის მიღება რჩება.
მისი თქმით, „ე.წ უცხოური გავლენის კანონი აზიანებს ქართველ ხალხს და მათ შორის ძლიერ სამოქალაქო ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ სხვადასხვა მიმართულებით, მხარს უჭერენ ჯანდაცვას, სკოლებს, განათლებას, სოფლის მეურნეობას, მედიას და მრავალ სხვა სფეროს. სწორედ ამის შედეგად შეაჩერა ევროკავშირმა საქართველოს გაწევრიანების პროცესი, რაც საკმაოდ დიდი ძალისხმევის შედეგად მიიღწა.
ანალოგიურად საგანგაშოა ძალადობა და დაშინება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისა და ოპოზიციური პარტიების მიმართ. მეტიც, მმართველი პარტიის ლიდერების მიერ დეზინფორმაციის გავრცელება, მისი ერთგული და ხანგრძლივი პარტნიორის მიმართ, მათ შორის, აშშ-ის მიმართ, მხოლოდ ჩვენი მტრების ინტერესებს ემსახურება“ – ბრძანა ამერიკელმა დიპლომატმა.
საქართველოს დედაქალაქში სამოქალაქო უსაფრთხოების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა საკითხებში, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ორდღიანი ვიზიტის დროს ასევე შეხვდა, არასამთავრობო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორის და მედიის წარმომადგენლებს, რომლებსაც ივანიშვილის ხელისუფლება „უცხოეთის აგენტებად“ აცხადებს.
უზრა ზეია ჩავიდა ოკუპაციის ხაზთან, სოფელ წეროვანშიც, სადაც 2008 წელს, ს სამხედრო აგრესიის შედეგად, საკუთარი სახლებიდან გამოყრილი საქართველოს მოქალაქეები ცხოვრობენ.
„შეერთებული შტატები ურყევად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ყველა ქართველმა კარგად იცის, რომ უკვე მე-16 წელია რუსეთი აგრძელებს საქართველოს 20%-ის ოკუპაციას და არ ასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.
დღეს ჩემი ვიზიტისას მქონდა შესაძლებლობა გამეცნო მამაცი ქართველი ქალები, რომლებსაც პუტინის აგრესიის შედეგად მოუხდათ საკუთარი სახლების დატოვება და გახდნენ დევნილები. მე მოვისმინე მათი ამბები, განცდები, ტანჯვა და ამავდროულდა მათი სიმტკიცე. ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და არ შეიცვლება: აშშ გააგრძელებს საქართველოს 100 000-ობით დევნილი მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების მხარდაჭერას“ – აღნიშნა ზეიამ.
სახელმწიფო მდივნის მოადგილის მესამე გზავნილი, 2024 წლის 26 ოქტომბრის უმნიშვნელოვანეს და გადამწყვეტ საპარლამენტო არჩევნებს შეეხებოდა, ზეიამ შეხვედრები გამართა, როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, რომლებიც ოქტომბერში არჩევნებს უნდა დააკვირდნენ, ისე ცენტრალურ საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელებთან.
„მან კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების მიმართ, მათი პოზიცი არის, რომ ისინი ყველანაირად ეცდებიან მხარი დაუჭირონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“ ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნები
„აშშ რომელიმე კონკრეტულ პარტიას მხარს არ უჭერს, თუმცა, ნამდვილად გვაქვს მოლოდინი, რომ ჩვენი პარტნიორები უზრუნველყოფენ ნამდვილ, კონკურენტუნარიან პოლიტიკურ პროცესს. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია და აირჩიონ თავიანთი წარმომადგენლები, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნების შედეგად, რომელიც არის თავისუფალი ძალადობის, მუქარისა და დაშინებისგან და ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ უფლებას.
და ბოლოს, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის აუცილებელია ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების მიერ არჩევნებზე შეუფერხებლად დაკვირვება. საქართველოს აქვს საკმაოდ ხანგრძლივი ტრადიცია გამოცდილი და სანდო ადგილობრივი დამკვირვებლებისა, რომლებსაც ნამდვილად შეუძლიათ დაეხმარონ დემოკრატიული პროცესის სანდოობას“ – განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.
ზეიამ „ოცნებას“ მკაფიოდ მოუწოდა შეწყვიტოს სამოქალაქო სექტორში დასაქმებულ ადამიანებზე ფიზიკური ძალადობა და მუქარა, ასევე სასწრაფოდ გამოიძიოს ძალადობის საქმეები და დასაჯოს მოძალადეები. „ნებისმიერი ტიპის ძალადობა უნდა დაიგმოს და უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები მართლმსაჯულების წინაშე უნდა წარსდგნენ“.
„სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კიდევ ერთხელ დააფიქსირა აშშ-ის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოების და იმ საქმიანობის მიმართ, რომელსაც ჩვენ წლების განმავლობაში, ქვეყანაში ვახორციელებთ ანუ დემოკრატიის და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების მხარდაჭერა.
მათი პოზიცია არის, რომ ისინი ყველანაირად ეცდებიან მხარი დაუჭირონ საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებას“ – განაცხადა ნინო დოლიძემ, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” თავმჯდომარემ, რომელიც ერთ-ერთი იყო, რომელიც მესამე სექტორიდან ზეიას თბილისში შეხვდა.