ზეთის საწარმო „ქარვა“ ვერ გაიყიდა

ზეთის საწარმო „ქარვა“ სახელმწიფო აუქციონზე ვერ გაიყიდა. შპს „არი“, რომლის 100%-იან წილს „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვა“ ფლობს, დედოფლისწყაროში არსებულ მზესუმზირას ზეთის საწარმოს 1.8 მლნ ლარად აუქციონზე ყიდდა, თუმცა აუქციონი ისე დასრულდა, რომ ქარხნის შეძენის სურვილი არავის დაუფიქსირებია.
კომპანია „ქარვას“ ბრენდის ქვეშ ქართული წარმოების რაფინირებულ და არარაფინირებულ მზესუმზირას ზეთებს 2005 წლიდან აწარმოებდა და ადგილობრივ ბაზარს ამარაგებდა, თუმცა პანდემიამ მმართველ კომპანიას ქარხნის გაჩერების გადაწყვეტილება მიაღებინა. „საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია ქარვამ“, წარმოება 2020 წლის შემოდგომაზე შეაჩერა, მაგრამ ერთ წელიწადში საწარმოო პროცესი ისევ განაახლა. თუმცა, როგორც მოგვიანებით კომპანიაში განმარტეს, ში მიმდინარე ომის გამო, მზესუმზირას იმპორტი გართულდა და კომპანიამ წარმოება ისევ გააჩერა.
საქართველოს მცენარეული ზეთების კომპანია „ქარვა“-ს ორი მეწილე ჰყავს ავთანდილ გოროზია – 50% და გელა არჯაკელი – 50%.