„ზედმეტი კითხვები არაბუნებრივი იქნება“ – უმრავლესობამ კობახიძესთან სხდომა დახურა

საპარლამენტო უმრავლესობამ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატ ირაკლი სთან და ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობასთან შეხვედრა დახურა.
როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მ განაცხადა, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან და თავისებურებიდან გამომდინარე, უმჯობესია დახურულ რეჟიმში წარიმართოს.
„ბატონი ირაკლი წარმოადგენს პრეზენტაციას. ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და ვთხოვთ, რომ რაც შეიძლება მოკლედ. შემდეგ 2-2 წუთი ავიღოთ, რომ კითხვები დავსვათ. მე მგონია, რომ ზედმეტი შეკითხვები არაბუნებრივიც იქნება ჩვენი მხრიდან. წინ გვაქვს ვრცელი დღე, სადაც ასევე მოგვეცემა ჩვენი პოზიციების გამოთქმისა და კითხვების დასმის საშუალება. როგორც შევთანხმდით, ვინაიდან ეს არის უმრავლესობის შეხვედრა მთავრობის მომავალ შემადგენლობასთან, მისი სპეციფიკიდან, თავისებურებიდან გამომდინარე, გთავაზობთ, რომ ეს შეხვედრა იყოს დახურული“, — განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გუშინ გამართა შეხვედრა ოპოზიციასთან. დღეს, 8 თებერვალს კი ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ მთავრობის შემადგენლობას პლენარულ სხდომაზე მოუწმენენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პროკურორი – პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებულ ანზორ კვარაცხელიას მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ წვავს ის საკუთარ მაისურს, რომელიც ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლის დროს ეცვა

ლევან მახაშვილი – უკრაინაში ომის დასასრული, არის იმის გამეორება, რაც 2008 წელს ვნახეთ, როცა ომიდან რვა თვის თავზე, ამერიკამ და რუსეთმა თავიანთი ურთიერთობები ისე გადატვირთეს, თითქოს, დედამიწაზე არაფერი მომხდარა