“ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება” – რატომ ითხოვა ბუდუ ზივზივაძემ მისივე განცხადებების წაშლა

გამოცემის ცნობით, ქარდების აღებამდე მას ჰკითხეს, რა ეპასუხათ ადამიანებისთვის, რომელთაც კითხვები გაუჩნდებოდათ და მედიის ინფორმაციით, ბუდუ ზივზივაძემ მათ მიწერა:
“ვემზადები ევროპისთვის და ზედმეტი აჟიოტაჟი არ მჭირდება”.
ცნობისთვის, საქართველოს ნაკრებისა და “კარლსრუეს” ფორვარდი, ბუდუ ზივზივაძე “ჯაფარას პოდკასტში” გასულ თვეებში ჩვენს ქვეყანაში მომხდარ პროცესებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და თქვა:
“ყოველთვის ვიძახდი, რომ მტერია და მაგას ყოველთვის ვიტყვი. დედაჩემიც დან არის დევნილი და გამოცდილი აქვს დედაჩემს ეს რუსეთის აგრესია და, რა თქმა უნდა, დედაჩემიდანაც გამომდინარე და ეგეც რომ არ ყოფილიყო, ისედაც ვხედავთ ახლა ში რეებს აკეთებენ და ჩვენთან, თუნდაც 2008 წელს რაც გააკეთეს. მაგ დროს შეიძლება ცოტა პატარა ვიყავი, მაგრამ ძალიან კარგად მახსოვს. რუსეთი არა მარტო ჩვენთვის, თითქმის ყველასთვის მტერი სახელმწიფოა.

ასევე დაგაინტერესებთ