„ზედმეტი აჟიოტაჟია“ ატეხილი საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნაზე – საგარეო საქმეთა მინისტრი

საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი აცხადებს, რომ „ზედმეტი აჟიოტაჟია“ ატეხილი 2024 წლის საპარლამენტო სთვის საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების დამატებასთან დაკავშირებით.
„მგონია, რომ ზედმეტი აჟიოტაჟია, ჩემთვის გაუგებარი. საქართველოს საელჩოები არჩევნების დროს ყოველთვის მზად იყვნენ, მიეღოთ საქართველოს მოქალაქეები, ვინც რეგისტრაციაზე იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, რათა … მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა“, – განუცხადა 26 დეკემბერს მინისტრმა დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს.
„როგორ წარმოგიდგენიათ საარჩევნო უბნის გახსნა ქალაქში, სადაც საქართველოს ერთი მოქალაქეა“? – განაცხადა დარჩიაშვილმა და დასძინა, რომ „ამას სჭირდება [საუბნო] კომისია ადგილზე, უამრავი ადამიანური რესურსი, რათა ეს არჩევნები გამჭვირვალედ და უსაფრთხოდ ჩატარდეს“.
„გვაქვს კონკრეტული პროცედურა, რაც ძალიან მჭიდრო კოორდინაციაშია ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან. არ იღელვოთ, როგორც აქამდე, ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც დროებით იმყოფებიან საზღვარგარეთ, ექნებათ შესაძლებლობა, იმ უბნებზე, რომლებსაც გავხსნით, მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში და გამოხატონ საკუთარი სიმპათიები“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.
· ბოლო 8 წლის განმავლობაში მხოლოდ ევროკავშირში თავშესაფარი საქართველოს 112 ათასამდე მოქალაქემ მოითხოვა;
· ორჯერ მეტია ბოლო 10 წლის განმავლობაში ქვეყნიდან გასულ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი;
· ბოლო საპარლამენტო არჩევნებში, საზღვარგარეთ ხმის მისაცემად კი 12 ათასი ამომრჩეველი მივიდა;
· 2020 წელს ოპოზიციამ საზღვარგარეთის უბნები მოიგო.
ზურაბ ჯაფარიძისა და ელენე ხოშტარიას პარტიების გაერთიანების, „გირჩი-დროას“ ინიციატივით, 2024 წლის არჩევნებისთვის ემიგრანტები ხელმოწერებს აგროვებენ და საზღვარგარეთ მეტი საარჩევნო უბნის გახსნას ითხოვენ.
აცხადებს, რომ საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება „იურიდიულ შედეგს ვერ გამოიღებს, რადგან საარჩევნო კანონმდებლობა მსგავს პროცედურას არ ითვალისწინებს“.
ამასთან, ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „მთავარია აპლიკაციის შევსება და არა ხელმოწერები“: „თუკი ამომრჩეველს აინტერესებს, რა და როგორ ხდება, ვურჩევ, რომ მიმართონ საარჩევნო ადმინისტრაციას, ცხელ ხაზზე ან „ჩატითაც“ შეუძლიათ ჩვენს ოპერატორებთან ურთიერთობა“.
საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა გაიზარდოს საზღვარგარეთ მყოფი იმ თანამემამულეების რაოდენობა, რომლებიც არჩევნებში მონაწილეობენ ხოლმე.
„არცერთი ხელისუფლება არ დაინტერესდა იმით, რომ იმ ჩვენი თანამემამულეების რაოდენობა, რომელიც მონაწილეობენ არჩევნებში, გაიზარდოს. იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა ინტერესი… იმ პატარა ჯგუფის, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის მოკალათებული, არჩევნებში მონაწილეობა ითვლებოდა საკმარისად“, – განაცხადა მან ნოემბერში.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – საპოლიციო ძალების მხრიდან ჟურნალისტების მიმართ ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა წახალისებულია არაეფექტიანი გამოძიებით და იმ დაუსჯელობის სინდრომით, რომელიც გაბატონებულია საპოლიციო ძალებში