ზედიზედ მეორედ – ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს

ზედიზედ მეორედ – ოთარ კიტეიშვილი ავსტრიაში წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
საქართველოს ნაკრების და გრაცის „შტურმის“ მოთამაშე ოთარ კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგაში ზედიზედ მეორედ წლის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.
წელს ბუნდესლიგის ხუთი ჯილდოდან სამი „შტურმს“ შეხვდა. ოთარ კიტეიშვილმა დაიცვა სეზონის საუკეთესო მოთამაშის ტიტული, კიელ შერპენი სეზონის საუკეთესო მეკარედ დასახელდა, ხოლო მალიკ იალკუე – წლის ახალწვეულად. საუკეთესოები პრეზიდენტების, მენეჯერებისა და მწვრთნელების გამოკითხვის შედეგად გამოვლინდა.
ქართველმა ნახევარმცველმა თორმეტი გოლი გაიტანა და კიდევ სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.
„ეს ჯილდო ჩემთვის ბევრს ნიშნავს. ეს „შტურმის“ გუნდური თამაშის შედეგია. ახლა ჩვენი მთავარი მიზანია, ბოლო ორ ტურში კარგად გამოვიდეთ და ჩემპიონის ტიტული შევინარჩუნოთ“, – თქვა 29 წლის ქართველმა ლეგიონერმა. პირველი არხი

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში