ზედიზედ მეორედ – ლაშა შავდათუაშვილმა თბილისის გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა

თბილისში მიმდინარე ძიუდოს გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრების 10 წევრი ასპარეზობდა, რომელთაგანაც მედლებისთვის ბრძოლას სამი განაგრძობს.
– 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა შავდათუაშვილმა ტურნირზე ოქროს მედალი ზედიზედ მეორედ მოიპოვა, ქართველმა ძიუდოისტმა ფინალში არმენ აღაიანი დაამარცხა, ლაშამ მეოთხედფინალში ავსტრიელი სამუელ გასნერი დაამარცხა ნახევარფინალში კი ფრანგ ბენჟამინ გაბას დამატებით დროში, იპონით სძლია. ლაშამ თბილისის გრანდ სლემი ჯამში მეხუთედ მოიგო. ამავე წონაში მიხეილ ბახბახიშვილი რეპეშაჟში იტალიელ ლეონარდო ვალერიანთან დამარცხდა და ასპარეზობა მე-7 ადგილზე დაასრულა.
– 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მიხეილ ბეროშვილი
ნახევარფინალში თურქ ვედათ ალბაირაქთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს, ამავე წონით კატეგორიაში, ნახევარფინალში, ზაურ დვალაშვილი მოლდოველ პეტრუ პელივანთან დამარცხდა და ზაურიც ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.
შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, 21 მარტს თბილისის გრანდ სლემზე ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) ოქროს მედალი მოიპოვა. თემურ ნოზაძე (66 კგ) და ნინო ლალაძე (57 კგ) კი ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.
აქ,ამ საიტზეც.ბევრი და ხშირად წერენ,ვეტერანებზე,წადი და ადგილი სხვებს დაუთმეთო!დიდ სპორტში,არავინ არაფერს თმობს.თუ შეგიძლია,მიდი,პატიოსნად დაამარცხე კონკურენტი და მოიპოვე შენი ადგილი!ეს არის სპორტის პრინციპი.თუ ვინმემ წითელი ხალიჩები დაგიფინა,მწვერვალს ვერასოდეს მიაღწევ!მწვერვალზე მხოლოდ ყველა წინაღობის გადალახვით ახვალ.