“ზედა ეშელონებში” სულელები არ გვეყოლებოდა, “ქვედა ეშელონებში” მოშნად რომ არ აფრენდნენ” – ალეკო შუღლაძე

მწერალი, ალეკო შუღლაძე:

მეგობარი უნდა მენახა და პროსპექტს ფეხით ავუყევი. შუა გზაში ორი ძალად ძველი ბიჭი წამომეწია, ხანშიშესულები იყვნენ, ახალგაზრდები კი არა. ძაღლებს დაასეირნებდნენ. ერთმა თავის ძაღლს უთხრა: სამჯერ მოგატრიალე, სამჯერვე უკუღმა დატრიალდი, რატომ მიკეთებ ამას?! მერე უფრო ხმამაღლა უთხრა: გესმის?! სამჯერ მოგატრიალე, სამჯერვე უკუღმა წახვედი! ბოლოში კი ყვირილზე გადავიდა, საშინელ ყვირილზე, გამვლელების ყურადღება მიიპყრო: რატომ, რატომ?! სამჯერ შემოგატრიალე, სამჯერვე უკუღმა დატრიალდი!
ნაბიჯს ავუჩქარე, სანამ რამე მომხდარა, გავეცალო-მეთქი. უცბად სხვა ფრაზა მესმის: – საით, საით?! მიესალმე ვაჟას, მიესალმე ვაჟას! მეთქი მე მიყვირის, თვითონ ვაჟაა და მე უნდა მივესალმო. მივტრიალდი, გავხედე… ტიპს ხელი აქვს გაშვერილი ვაჟა ფშაველას ძეგლისკენ და ცუგას უყვირის: მიესალმე ვაჟას, მიესალმე ვაჟას!
“ზედა ეშელონებში” სულელები არ გვეყოლებოდა, “ქვედა ეშელონებში” მოშნად რომ არ აფრენდნენ.

ასევე დაგაინტერესებთ