ზეაქტიური ზივზივაძე – “კარლსრუე” თასზე ბუნდესლიგის გუნდთან პენალტების სერიაში დამარცხდა

გერმანიის თასის 1/8-ფინალში „კარლსრუე“ საკუთარ მოედანზე ბუნდესლიგის „აუგსბურგთან“ პენალტების სერიაში დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა.
მატჩი საინტერესოდ, ორმხრივი შეტევებით მიმდინარეობდა და მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, მაგრამ ვანიტცეკმა პენალტი უხეიროდ შეასრულა – ბურთი მეკარეს პირდაპირ ხელში მიაწოდა. დიახ, მიაწოდა, რადგან ამას დარტყმა ძნელია დაარქვა. სტუმრები კი მალე თავურით ესენდემ დააწინაურა.
54-ე წუთზე „კარლსრუემ“ ანგარიში მას შემდეგ გაათანაბრა, რაც ფლანგიდან ზივზივაძის ჩაწოდებულ ბურთს მცველმა მცირედით შეუცვალა მიმართულება და შლეიზენერმა გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და ესქტრა ტაიმები დაინიშნა. 111-ე წუთზე ისევ ბუდუმ
იაქტიურა, მეკარეს გასცდა, მახვილი კუთხიდან ვანიტცეკს პასი გაუკეთა და მან თავისი გუნდი წინ გაიყვანა. თუმცა, 120+3-ე წუთზე ვარგამ თანაფარდობა აღადგინა – 2:2, ხოლო პენალტების სერიაში სტუმრებმა 5:4 იმარჯვეს.
„კარლსრუე“ მომდევნო მატჩს 7 დეკემბერს ჩაატარებს – მეორე ბუნდესლიგის მეთხუთმეტე ტურში გასვლაზე „კაიზერსლაუტერნს“ დაუპირისპირდება.
კარლსრუე – აუგსბურგი 2:2 (ძირ. დრო 1:1, პენ 4:5)
გოლები: 0:1 ესენდე (40), 1:1 შლეიზენერი (54), 2:1 ვანიტცეკი (111)
გამოუყენებელი პენალტი: ვანიტცეკი (37, კარლსრუე)