ზახაროვა: NATO-ში კიევის მიღებაზე უარი არაა საკმარისი, უნდა უარყონ ბუქარესტის პირობა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ამბობს, რომ სთვის NATO-ში უკრაინის გაწევრიანება “მიუღებელია”. მან ასევე თქვა, რომ სთვის ახლა ალიანსში გაწევრიანებაზე უარი “არ არის საკმარისი”.
მისი თქმით, NATO-მ უნდა უარყოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტის პირობა, რომელიც მომავალში საქართველოსა და უკრაინის NATO-ში გაწევრიანებას ითვალისწინებს.
“უკრაინის NATO-ში გაწევრიანება ჩვენთვის მიუღებელია. ეს სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ჩვენს უსაფრთხოებას და მთელი ევროპისთვის კატასტროფულ შედეგებს გამოიწვევს. […]
NATO-ში კიევის მიღებაზე ახლა უარის თქმა არ არის საკმარისი. […] ალიანსმა 2008 წლის ბუქარესტის დაპირება უნდა უარყოს, რომლითაც ჩრდილოატლანტიკურ ბლოკში უკრაინის შესვლა მომავალში გარანტირებულია”, – თქვა რუსეთის საგარეოს წარმომადგენელმა და აღნიშნა, რომ “წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს პრობლემა ევროპის კონტინენტზე ატმოსფეროს მოწამვლას გააგრძელებს”.
2008 წლის აპრილში ბუქარესტის სამიტზე NATO-მ განაცხადა, რომ როგორც , ისე საქართველო მომავალში გახდებიან ალიანსის წევრები.
***