ზახაროვა უკმაყოფილოა, რომ რუსეთის თავდაცვის უწყების არხის ჟურნალისტს აქციაზე ხელი ჰკრეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი უკმაყოფილოა, რომ თბილისში, პარლამენტის წინ მიმდინარე დემონსტრაციაზე ს თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფ არხი ზვეზდას კორესპონდენტს, კატერინა რადომსკაიას ერთ-ერთმა დემონსტრანტმა ხელი ჰკრა.
“ახალთახალი მაგალითი იმის, სადამდე შეიძლება დაგიყვანოს ყბადაღებულმა “ლიბერალურმა ღირებულებებმა”: სიტყვის თავისუფლებისა და პლურალიზმის დაცვა ჟურნალისტების ცემაში, შეურაცხყოფასა და აგრესიულ დაშინებაში გადადის. მაინტერესებს, უცენზურო უაზრობების მყვირალებმა თუ იციან, დასავლელმა სპონსორებმა რატომ დააგდეს ისინი ბარიკადებზე და უბრალოდ მიატოვეს.” – წერს ზახაროვა.
სამთავრობო-პროპაგანდისტულ არხ ზვეზდას, რომელიც 2004 წელს დაარსდა, მართავს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, რომლის წარმომადგენლობას დღეს საქართველოს 20% აქვს ოკუპირებული და ში არაპროვოცირებულ ომს აწარმოებს.