ზახაროვა რუსულ კანონს კიდევ ერთხელ იცავს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მ ქართული ოცნების მიერ რუსული კანონის მიღება ამჯერად დაიცვა პროპაგანდისტულ გადაცემაში – საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან.
“სუვერენულმა ქვეყანამ, დამოუკიდებელმა სახელმწიფო საქართველომ საჭიროდ ჩათვალა მიეღო გარკვეული საკანონმდებლო ნაბიჯები, რათა თავი დაეზღვია საკუთარ არასამთავრობო ორგანიზაციებზე უკონტროლო ფინანსური საგარეო გავლენისგან… საქართველომ 60-ზე მეტი ქვეყნის გამოცდილება გაიმეორა. რატომ გააკეთეს ეს? რადგან ახლა ამას აკეთებს პირდაპირი მნიშვნელობით ყველა ქვეყანა, რომელიც მსგავსი პრობლემის წინაშე იყო, ან, რომლებიც თავად ქმნიან ასეთ პრობლემებს.” – თქვა ზახაროვამ.
მარია ზახაროვამ საქართველოს პარლამენტში მესამე მოსმენით მიღებული კანონი კვლავ კონტექსტური განხილვის გარეშე შეადარა ამერიკულ FARA-სა და ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედ კანონებს.
ზახაროვამ საპროტესტო აქციების დაშლის დროს გაიმეორა იგივე ნარატივი, რომელსაც ქართული ოცნება ავრცელებს და მაგალითად მოიყვანა -ში პროჰამასელი სტუდენტების აქციების დარბევა.
“თბილისში დემონსტრაციები მიმდინარეობს. რას ამბობს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი? ისინი ამბობენ, რომ ეს დემოკრატიის გამოვლინებაა. მეზობელი სომხეთი, იქვე მყოფი ქვეყანა. შეუძლებელია ვერ შეამჩნიო და ვერ დაინახო რა ხდება რეგიონში. პროტესტები. მრავალათასიანი. სახელმწიფო დეპარტამენტი კი ამას ვერ ხედავს. საკუთარი პროტესტები, რომლებიც ახლო აღმოსავლეთს უკავშირდება. რას აკეთებს შეერთებული შტატები? დაუნდობლად შლიან. ეს როგორ შეიძლება? თავიანთ პროტესტებს შლიან, საქართველოს პროტესტებზე კი… ითხოვენ, პირდაპირ ზეწოლა აქვთ თბილისზე, რომ ეს ყველაფერი შეწყდეს.” – თქვა მარია ზახაროვამ.