ზახაროვა: პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საქართველო ადრეც გამოყენებულა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, ს განცხადებით, პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაციისთვის საქართველო ადრეც გამოყენებულა. ზახაროვა ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებას გამოეხმაურა.
ზახაროვას თქმით, ეს “არაა პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველო, მისი ტერიტორია გამოიყენება მათ მიერ, ვისაც პოსტსაბჭოთა სივრცეში სიტუაციის დესტაბილიზაცია სურთ და ტერორისტულ მეთოდებს მიმართავენ”.
“შეგახსენებთ საერთაშორისო ტერორიზმის თავნებობას ჩრდილოეთ კავკასიაში, როდესაც სახელდობრ საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო ტერორისტებს შეჰქონდათ ან ცდილობდნენ შეეტანათ (ოდესღაც გამოვიდა, ოდესღაც აღიკვეთა) იარაღი, საბრძოლო მასალა, ამუნიცია, ფული და ნარკოტიკები, რომლის გარეშეც ტერორიზმი, მაშინაც და ახლაც, ს რეჟიმის მაგალითზე, უკვე არაა “სრულყოფილი“ თავის მახასიათებლებში”, -პ განაცხადა მან.
ამასთან, ზახაროვამ არ დააკონკრეტა, აქვს თუ არა მოსკოვს ურთიერთობა საქართველოს ხელისუფლებასთან ტერორისტული საფრთხეების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხზე.
***
5 თებერვალს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გაიმართა ბრიფინგი, რომელზეც თქვეს, რომ საგამოძიებო მოქმედებების შედეგად საქართველოში რამდენიმე ერთეული სპეციალური ასაფეთქებელი მოწყობილობა და დიდი რაოდენობით ასაფეთქებელი ნივთიერება ამოიღეს. კერძოდ, საუბარია 6 ასაფეთქებელ მოწყობილობასა და 14 კილოგრამამდე ასაფეთქებელ ნივთიერებაზე.
სუს-ში აცხადებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობები და ნივთიერება საქართველოში 19 იანვარს, უკრაინის ქალაქ ოდესიდან – რუმინეთის, ბულგარეთისა და თურქეთის გავლით, საბაჟო პუნქტ სარფიდან შემოიტანეს და მისი გატანა რუსეთში, ქალაქ ვორონეჟში, საკონტროლო პუნქტ დარიალის მეშვეობით იგეგმებოდა.
უწყებაში ამტკიცებენ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობების საქართველოში შემოტანაში ჩართული იყო საქართველოს – 7, უკრაინის – 3 და სომხეთის – 2 მოქალაქე. ამასთან, ირწმუნებიან, რომ პროცესს ორგანიზებას უწევდა უკრაინის მოქალაქე, 2020 წელს ოდესის ოლქის ადგილობრივი რადას კიევის რაიონის დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან ხალხის მსახური – ანდრეი შარაშიძე, რომელიც წარმოშობით დანაა.
სუს-ში “ეჭვობენ”, რომ საქართველოს ტერიტორიის გამოყენება და მოქალაქეების ჩართვა ამ პროცესში ემსახურებოდა “მოსაზრების შექმას, რომ ტერორისტული აქტები, რომლებიც განხორციელდებოდა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, დაჰბრალებოდა საქართველოს, როგორც დაგეგმვის, ისევე განხორციელების ნაწილში”.