ზახაროვა: მიზნად ვისახავთ თბილისთან ურთიერთობის ნორმალიზაციას, თუ საპასუხო ნაბიჯები იქნება

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, ს თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ 2023 წელს რუსეთთან მიმართებით პრაგმატული პოლიტიკა გაატარა და მოსკოვი მიზნად ისახავს ურთიერთობის ნორმალიზაციას, თუ თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯები გადაიდგმება.
ამის შესახებ ზახაროვამ ისაუბრა მედიების შეკითხვებზე გაცემულ პასუხში, რომელიც ს საგარეო უწყებამ გამოაქვეყნა.
“საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს რუსეთთან ურთიერთობის მიმართებით პრაგმატული ხაზი გაატარა. ჩვენი მხრივ, გაუქმდა საქართველოს მოქალაქეებისთვის რუსეთში მოკლევადიანი მოგზაურობის სავიზო რეჟიმი, რომელიც 2000 წლიდან მოქმედებდა და აღდგა პირდაპირი ფრენები, რამაც გაამარტივა კონტაქტი ადამიანებს შორის და ხელი შეუწყო სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაფართოებას. მიზნად ვისახავთ ორმხრივი ურთიერთობის სამომავლო ნორმალიზაციას, რა თქმა უნდა, თბილისის მხრიდან საპასუხო ნაბიჯების შემთხვევაში”. – თქვა ზახაროვამ.
ამავე განცხადებაში ზახაროვამ ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე: აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე. მან სეპარატისტულ რეგიონებს, რომლებსაც მარიონეტული რეჟიმები მართავენ, “ახალგზარდა ამიერკავკასიური რესპუბლიკები” უწოდა და აღნიშნა, რომ ისინი მხარს უჭერენ რუსეთს ში მიმდინარე ომში, როგორც მოხალისეებით, ისე ჰუმანიტარული დახმარებით.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა რუსი მაღალჩინოსნები საქართველოს მთავრობას აქებენ. ქართული ოცნების პოლიტიკას გასულ წელს პრაგმატული უწოდა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლარვროვმაც.