18 მარტს გამართული ბრიფინგის დროს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, მარია ზახაროვამ პუტინისტი ნიკოლოზ მჟავანაძის კითხვის პასუხად კათოლიკოს-პატრიარქი ილია II-ის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მწუხარება გამოთქვა.
ზახაროვას თქმით, თანაგრძნობის სიტყვებს იტყვიან რუსეთის სხვა ოფიციალური წარმომადგენლებიც.
“დავიწყებ არა თქვენს შეკითხვაზე პასუხით, არამედ, თანაგრძნობის სიტყვებით თქვენს მიმართ, თქვენი მედიის მეშვეობით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ… და არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეების მიმართ, არამედ მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში მყოფი ადამიანებისადმი, ვინც წარმოადგენენ ქართველ ხალხს, რომლებიც განიცდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის გარდაცვალებას.
ვიცი, როგორი სითბოთი და როგორი განსაკუთრებული სულიერი ღელვით უდგება ქართველი ხალხი თავის რელიგიას, თავის ისტორიას, რადგან ეს არის ისტორიის, კულტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. რა თქმა უნდა, თანაგრძნობის სიტყვები იქნება ნათქვამი რუსეთის ოფიციალური წარმომადგენლების მიერაც. თანაგრძნობა უკვე გამოხატა უწმინდესმა პატრიარქმა კირილმა. უაღრესად სიღრმისეული სიტყვები წარმოთქვა. ჩემი მხრიდანაც მსურდა მომეხსენებინა ჩვენი თანაგრძნობის შესახებ.” – თქვა ზახაროვამ.